გული რად გოდებს, ცრემლიანი რად მაქვს თვალები... ნუთუ ცოდვილ სულს, სიყვარულით გამთბარს და სავსეს, ამ საწუთროში ყოფნის დარჩა რაღაც წამები?... ნუთუ ქარიშხალს კიდევ ერთხელ უნდა გაუძლოს... მინორულ ნოტზე ააჟღეროს უნდა გამები... ცოდოს და მადლის ჭიდილს კვლავაც უნდა უყუროს... რომელი სჯობნის? იმზირება შიშის თვალები... უიმედობა განა მარტო ახლა ზეიმობს... ღამეულ ფიქრებს ვერ აშთობენ მწუხრის ზარები... ზღვა სიყვარული მახვევია ირგვლივ და მაინც... დაღლილი სულით კვლავ ეულად დავიარები.
სტატუსები ړײ
დარდმა დამღალა, ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილებს...