მე მალე მოვკვდები და შენ ვერ იტირებ, საფლავზე მოხვალ და ყვავილებს მომიტან, დარჩები სულ მარტო საკუთარ თავთან და ნაყლაპი ცრემლები დაგაყრის ტკივილად.

მერე დრო გაივლის ყველაფრის მკურნალი და გაფერმკრთალდება სიმუქე ტკივილის, ცხოვრება გრძელდება - სიმშვიდის მომტანი და ესეც გაივლის, და ესეც გაივლის. არ უნდა გამენდო, რომ ძლიერ მიყვარხარ, არ უნდა გამეხსნა მე გულის კარები, არა გაქვს უფლება ეძებდე სიყვარულს, როცა დათვლილი გაქვს წუთი და წამები. - არ მინდა! - დროა არის! ეჰ რიგი მოსულა, რა ტკბილი ყოფილა ცხოვრება ტიალი, დამთავრდა, დაისვა სულ ბოლო წერტილი, მორჩა კიდევ ერთი ციბრუტის ტრიალი. გთხოვ, რომ დაივიწყო ეს ჩემი ბოდვა და გთხოვ, რომ დაივიწყო რაც ადრე გითხარი. ვითომ არ ვყოფილვარ, ვითომ არ ყოფილა, ვითომ დაგესიზმრა ლამაზი სიზმარი.

Комментарии

Комментариев нет.