MSN მსოფლიოში საუკეთესოა

სამხრეთ-ამერიკული ტრიო ჩამოყალიბდა სეზონის სტარტზე, გულშემატკივარი მათგან ძალიან ბევრს მოელოდა და შეიძლება ითქვას, რომ მესის, სუარესისა და ნეიმარის თამაშმა, ქომაგების იმედი გაამართლა.
კატალონიელთა შემტევი ხაზი(მესი სუარესი ნეიმარი), საუკეთესოა დღეის მონაცემებით, მათ მიმდინარე წელს 102 გოლს მოუყარეს თავი, აქედან მესიმ 49 გოლის გატანა შეზლო, ნეიმარმა 32, სუარესმა კი 21-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დამწუხრება.
შედეგიანობის მხრივ, მეორეა მადრიდელთა წინა ხაზი, ბეილს ბენზემასა და რონალდუს 89 გოლი აქვთ გატანილი, რონალდუ(50),
ბენზემა(22) და ბეილი(17).
მადრიდელებს მიუნჰენელები მოჰყვებიან 62 გატანილი გოლით, პეპ გვარდიოლას შეგირდებიდან 23 გოლის გატანა მოახერხა ლევანდოვსკიმ, 20-ჯერ მიულერმა გააახვია ბურთი ბადეში, 19-ჯერ კი რობენმა შეზლო მეტოის დამწუხრება.
მეოთხე პოზიციას იკავებს იბრაჰიმოვიჩის, კავანისა და ლავეცის ტრიო, მათ ანგარიშზე 60 გოლია. ზლატანი(28), კავანი(26) და ლავესი(8).
ტოპ ხუთეულში მეხუთე ადგილი წილად ხვდა "ტოტენჰემის" შემტხევ ხაზს, ჰარი კინმა 31, ჩადლიმ და ერიკსენმა კი 12-12 გოლის გატანა მოახერხეს პრემიერ ლიგაში. ( ჩვენი პარტნიორია fcbarcelona.ge )

MSN მსოფლიოში საუკეთესოა - 772343404574

Комментарии