შვილს..

იცი,შენმა დედიკომ,
მკერდქვეშ,ლოცვით გატარა.
შენ რომ მზე დაგენახა,
რომ უყვარდი პატარა...
როგორ გიფრთხილდებოდა...
როგორ გეფერებოდა...
არაფერი ამ ქვეყნად,
შენ რომ აღარ გტკენოდა...
მხოლოდ შენით სუნთქავდა...
მხოლოდ შენით თბებოდა...
მხოლოდ შენ გიმღეროდა-
შენს მოსვლას რომ ელოდა...
იცი შენი დედიკო
როგორ გამოიცვალა-
სხვისთვის ვეღარ იცლიდა,
თავი შენ განაცვალა...
დღეებს გულში ითვლიდა...
დიდ სიყვარულს გითვლიდა...
რაც გაიგო იქიდან...
რაც გიგულა იმ დღიდან...
შენი დედის წამალო...
შენი დედის მალამო...
შენი დედის აპრილო...
დედაშენის სამყაროვ!
შენ რომ დედას უყვარხაარ-
სულიდან და გულიდან!
დედას მზე და სინათლედ
ორთავ თვალში უნთიხარ!.

Комментарии

Комментариев нет.