Комментарии
- ლევანი თიკოКомментарий удалён.
- 21 дек 2015 18:02tamuna dvali







- ლევანი თიკო ответил tamuna dvaliКомментарий удалён.
- 24 дек 2015 12:03გაუქმდა- გაუქმდაDan magaria zustad ma dgeshi var exla.


- 24 дек 2015 12:08tamuna dvali ответила გაუქმდა- გაუქმდაaraushavs siyvarulistvis aravis slian
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
tamuna dvali
მე მოვიპარე ეს სიყვარული, შენ მე გრძნობების გამხადე ქურდი, და ამ
აკრძალულ სიყვარულისთვის, დღეს უფლისაგან შენდობას ვუცდი. მე მოვიპარე
შენგან ის გული, შენ რომ ამჟამად სიცოცხლეს გჩუქნის, და აკრძალული
სიყვარულისთვის, მე მელოდება სასჯელი უფლის. მე მოვიპარე შენი ღიმილიც,
შენი ლამაზი თვალების ფერიც. რა მეშველება მარტოს, ვინ იცის.. მე უფლისაგან
გაწყრობა მელის. მე მოვიპარე შენი თითებიც, შემოვიტმასნე სხეულზე ვნებით.
შენ ვერ ხვდები და ვერც კი მიხვდები, უფლისგან თუ რა სასჯელი მელის. მე
მოვიპარე ეს სიყვარული, აკრძალულ გრძნობას შევასხი ფრთები. არა, არ მიკლავს
გულს სინანული, მაგრამ ღვთის რისხვა, ვიცი, რომ მელის. მე მოვიპარე შენი
ვნებები,- ცხელი უდაბნოს დამწველი სუნთქვა. ცოდვა დავიდე და ახლა ვხვდები,
შენდობა უნდა ვევედრო უფალს. მე მოგიპარე და ჩემში ჩაგსვი, გულით გატარო
მთელი ცხოვრება, და თუ უფალი ცოტასაც მაცლის, მე მას შევთხოვდი სულის
ცხონებას. მე მოვიპარე ეს სიყვარული... შენ მე გრძნობების გამხადე ქურდი,
და ამ აკრძალულ სიყვარულითვის, დღეს მე უფლისგან შენდობას ვუცდი