გზად მიმავალს ამეკიდა სიყვარული მთვრალი, მოღიღინე,მხიარული, მწველი ცეცხლის ალი … - გამეცალე, შე უღმერთო, მომაბეზრე თავი! ნეტა რას გადამეკიდე, რად დამადგი თვალი…?! რახანია გადავრაზე ჩემი გულის კარი, ცალ ხელს მახვილი მიპყრია, ცალით კიდევ ფარი, სული ისევ შეშფოთდა და … კვლავ განგაშის ზარი … ჯერ ძველი ვერ მოვიშუშე ჩემი გულის ბზარი … მზე ღრუბლებში დაიმალა, ამოვარდა ქარი, ცად აიჭრა სიყვარული, სიყვარულით მთვრალი … ყვავილებმა ცრემლიანი ამარიდეს თვალი … გავუყევი ბილიკს მარტო … თმაჭაღარა ქალი … თამარი-თამარქალი
თამარქალი თამარ ფრანგიშვილი
**********
გზად მიმავალს ამეკიდა
სიყვარული მთვრალი,
მოღიღინე,მხიარული,
მწველი ცეცხლის ალი …
- გამეცალე,
შე უღმერთო,
მომაბეზრე თავი!
ნეტა რას გადამეკიდე,
რად დამადგი თვალი…?!
რახანია გადავრაზე
ჩემი გულის კარი,
ცალ ხელს მახვილი მიპყრია,
ცალით კიდევ ფარი,
სული ისევ შეშფოთდა და …
კვლავ განგაშის ზარი …
ჯერ ძველი ვერ მოვიშუშე
ჩემი გულის ბზარი …
მზე ღრუბლებში დაიმალა,
ამოვარდა ქარი,
ცად აიჭრა სიყვარული,
სიყვარულით მთვრალი …
ყვავილებმა ცრემლიანი
ამარიდეს თვალი …
გავუყევი ბილიკს მარტო …
თმაჭაღარა ქალი …
თამარი-თამარქალი