23 мар 2016

მოვა სიკვდილი, მეც მომძებნის აბა რას იზავს, თუმცა არც ძებნა დასჭირდება, აგერ მყავს გვერდით.

მოვა, მომიფრენს, გამიტყუებს ალბათ სახლიდან, ჩუმად დედამ რომ არ გაიგოს ტკივილი ჩემი. მოვივლი ყველას, ყველას სიზმრად მოვეფერები, დარჩება ჩემზე მოგონება არცისე ბევრი. დამრჩება გულზე დაკრეფილი ხმელი ხელები, ჩაქვრება ცერემლში მეოცნებე მელექსეს ბედი. სანატრელ თვალებს მივაკითხავ ოთახში მძინარს, სიზმრებში გართულს დავუკოცნი გადამკრთალ სახეს. მალულ გლოვაში შეპარული ცხოვრების მიზანს, ავცდები გზაში, ჩავუქროლებ ქარივით სადმე. მოვა, მოიფრენს, გამიტყუებს ალბათ სახლიდან, ჩუმად დედამ რომ არ გაიგოს ტკივილი ჩემი. მოვა სიკვდილი, მეც მომძებნის აბა რას იზავს, თუმცა რა ძებნა დასჭირდება, აგერ მყავს გვერდით... !! :( :( :( :( :( :(

Комментарии

Комментариев нет.