ამერიკული პრესა ანჯელინა ჯოლისა და ჯარედ ლეტოს რომანზე ალაპარაკდა

---------------------------------------------------------------------------------------------------------
სიახლის ავტორი ადმინი #ბელა
---------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ და უკვე პირადი ცხოვრების აწყობაზე იზრუნეს. ანჯელინა ჯოლის ახალ რომანზე წერს ამერიკული პრესა, რომლის ინფორმაციითაც მსახიობი ყოფილ ბოიფრენდს ჯარედ ლეტოს ხვდება. მართალია, ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა არ ვრცელდება ჯერჯერობით, თუმცა უკვე წყვილი სხვადასხვა რესტორნებში ვახშმობისას არაერთმა ნახა. შესაძლოა, ეს უბრალოდ გავრცელებული ჭორი იყოს და ჯარედი და ანჯელინა მხოლოდ პროფესიული მიზნით ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1999 წელს მათ უკვე ჰქონდათ მცირეხნიანი რომანი, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვის საბაბს.

ამერიკული პრესა ანჯელინა ჯოლისა და ჯარედ ლეტოს რომანზე ალაპარაკდა - 852065908787

Комментарии