აგვისტოს დღეა, მზიან დარი უცებ ბოროტმა ჩამოჰკრა ზარი აგვისტოს დღეა მზიანი დარი შეწყდა ჭიკჭიკი მერცხალთა ლტოლვა შეწყდა კამათი მეზობლებს შორის წვიმის წვეთებმა დაიწყეს გლოვა დადგა ტანჯვის დღე ქალაქო გორის რუსნი მოდიანი აყვირდა ხალხი და ჟრიამულმა ირუხა ხალხის მიმოიფანტნენ სიცხეში ქარში დიდი-პატარა ამ ცოდვა ბრალში მზიანი დარი იქცა ავდარად თვით მშვიდობამაც დაჰკარგა გონი ნეტავი ასე რამ გაგამწარათ თავს რომ დაგვესხით ვითარცა ქორი ატირებულან ხეზე ფოთლები წყვდიადმა იწყო განგებად გლოვა მდელოს მოედნენ როგორც გველები აფორიაქდა ერთი ქართველი თავის საშველად მირბოდა ყველა დარჩენილნი კი სახლში, ტაძრებში მაღალი ღმერთისგან ითხოვდნენ შველას გამოჩნდა უცებ კაცი რჩეული დიდი ღვთისაგან გამორჩეული მაღალი უხვი სახელ-განთქმული კაცი მებძოლი დოვლათიანი ტანზე ემოსა ფორმა ქართული მრავალ ბრძოლაში იყო ჩართული იხმო ვაჟკაცნი მხარბეჭიანი ამცნო სიტყვები მარად მზიანი ჰეი! თქვენ ძმებო ქართველნო გთხოვთ მოიკრიბოთ ყველამ გონება ერთმანეთს ჩავჭიდოთ ყველამ ხელები თორემ გვაქცევენ სხვები მონებად ფეხქვეშ გაგვთელავს მტერი გრძნეული დაგვავიწყებენ ჩვენ ქართველობას მარად ვიყავით ხალხი რჩეული ბრძოლის ნიჭით გამორჩეული ეხლა კი ჩვენი ყველას ვალია დავიცვათ მიწა ღვთისაგან შობილი სიკვდილს ჩავხედოთ ყველამ თვალებში და მუდამ ვიყოთ უკვდავყოფილნი ბოლოს კი გეტყვით ძმებო ქართველნო არ დავემონოთ არვის დიდებას ნუ შეშინდებით გულით ამას გთხოვთ და მოვიპოვებთ ჩვენ გაბრწყინებას ასე მიმართა დოვლათიანმა და უცაბედათ ღვთის სამსჯავროზე დაისადგურა ბნელმა წყვდიადმა და ანგელოზნიც აღარ გალობდნენ გავიდა დრო წუთი წამები ცაში გავარდა ტყვიის ზარები ამას დაერთო ფონად კივილი კივილს თან მოჰყვა დედის ტირილი ჯარი ქართული წამოდგა ფეხზე დიდი სისწრაფით განლაგდა მთებზე დაიწყო ბრძოლა დაუნდობელი სისხლმა დაფარა ქართლისა ველი ბევრი ვაჟკაცი მიწაზე დაეცა ბევრი სიკვდილს წამით გაექცა ბევრიც მოიცავ ზიზღმა ველურმა ბევრსაც კი ბოლოს უმტყუნა გულმა მზემ მოიხურა ბინდის საბანი და მიიძინა მყინვარის წვერზე შავი სამოსით მოსა მთა-ბარი და მოავლინა სიბნელე ველზე დოვლათიანი ბიჭებთან ერთად მოუქცევიათ ალყაში ჯარებს თვრამეტი კაცი უამრავ მტერთან არ უფრთხიან ტყვიის ქარებს რადგან ყველას სურს მათგან მშვიდობა არ შემჩნევიათ ჯერ დაღლილობა ქვეყნის დაცემა ან აღზევება და არავინ ელის ვინმესგან შველას სიკვდილის ზარმა შემოჰკრა სამჯერ სანთლის შთანთქმა იწყო წყვდიადმა კარი გააღეთ უბრძანა ცაზედ სამოთხის დარაჯს ღმერთმა დიადმა მთვარეც გამოჩნდა ცის კამარაზე იდუმალი და მარად მომღიმარი მაგრამ ქართველთა ცხედართა ფონზე უმალ გარდიქმნა გახდა მტირალი ზოგი უგონოდ მიწაზე ეგდო ზოგიც კი ითვლის სიცოცხლის წუთებს სიკვდილს ხომ მაინც თავის მიაქვს რუსებთან ერთად ქართველიც უტევს დაგა დრო-ჟამი აღსრულებისა და თვრამეტივე ზურგზე დაეცა სოფელ შინდისის დაწყევლილ ველზე სიკვდილის კლავებს ვერვინ გაექცა დოვლათიანი ძმისწულთან ერთად გაშლილ მდელოზე მისვენებულან თავდადებულინი ორივე ღმერთან საიქიოში წაბრძანებულან სახლში კი დედა მუხლებზე დამდგარი შვილის სიცოცხლეს ღმეთს რომ ავედრებს მოსთქვამს და მოსთქვამს ტირის საწყალი თვალცრემლიანი აფრქვევს ხავერდებს დედაო ღვთისა წმინდა მარიამ დედა ხარ უფლის და როგორც დედას გულის წუხილი მრავალ გვარია და გევედრები შვილის შველას ასე მოსთქვამდა მწუხარე დედა თან შესცქეროდა ანტებულ სანთელს მტერო გზნეულო ამად ღირს ნეტავ თქვენ ამ ქვეყნადაც ვერ ჰპოვებთ ნათელს ასე დასრულდა აგვისტოს ეს დღე სისხლით დასვრილი და ულმობელი ჩვენი თვალები ნაღველიანები მარად იქნება შეუშრობელი მამაო ჩვენო ამად ღირს ნეტავ ქართველი ერის ტანჯვა-წამება ამ სატანური წარსული დღეთა მგონი აღარ ღირს მათი წვალება ნუთუ სიცოცხლე აღარ გადარდებს ნუთუ სიმშვიდე სულ არ გწადია ნუთუ სახელიც აღარ განაღვლებს მათ გულებში რომ დიდი განძია იცოდე მოდგმა თუკი გაწყდება ან კაცთა ერი გადაშენდება შენი სახელი მაგ ხალხთან ერთად მიწის წყვდიადში დასამარდება ლექსის ბოლოს კი მივმარტავ იმათ ვისაც კი ჩვენთვის ცუდი სწადია წადით მოგვშორდით გვაშორეთ გესლი მიხედეთ იმას რაც გაბადიათ მტერო გზნეულო თქვე უდღეურნო ვერაფერს ჩვენგან ვერ ეღირსები ქართველები ვართ მუდამ გახსოვდეთ ძალით თუ არა გჯობნით ღირსებით გაჯობებთ!!!
-David✟ ♛
„ აგვისტოს ომი “
აგვისტოს დღეა, მზიან დარი
უცებ ბოროტმა ჩამოჰკრა ზარი
აგვისტოს დღეა მზიანი დარი
შეწყდა ჭიკჭიკი მერცხალთა ლტოლვა
შეწყდა კამათი მეზობლებს შორის
წვიმის წვეთებმა დაიწყეს გლოვა
დადგა ტანჯვის დღე ქალაქო გორის
რუსნი მოდიანი აყვირდა ხალხი
და ჟრიამულმა ირუხა ხალხის
მიმოიფანტნენ სიცხეში ქარში
დიდი-პატარა ამ ცოდვა ბრალში
მზიანი დარი იქცა ავდარად
თვით მშვიდობამაც დაჰკარგა გონი
ნეტავი ასე რამ გაგამწარათ
თავს რომ დაგვესხით ვითარცა ქორი
ატირებულან ხეზე ფოთლები
წყვდიადმა იწყო განგებად გლოვა
მდელოს მოედნენ როგორც გველები
აფორიაქდა ერთი ქართველი
თავის საშველად მირბოდა ყველა
დარჩენილნი კი სახლში, ტაძრებში
მაღალი ღმერთისგან ითხოვდნენ შველას
გამოჩნდა უცებ კაცი რჩეული
დიდი ღვთისაგან გამორჩეული
მაღალი უხვი სახელ-განთქმული
კაცი მებძოლი დოვლათიანი
ტანზე ემოსა ფორმა ქართული
მრავალ ბრძოლაში იყო ჩართული
იხმო ვაჟკაცნი მხარბეჭიანი
ამცნო სიტყვები მარად მზიანი
ჰეი! თქვენ ძმებო ქართველნო
გთხოვთ მოიკრიბოთ ყველამ გონება
ერთმანეთს ჩავჭიდოთ ყველამ ხელები
თორემ გვაქცევენ სხვები მონებად
ფეხქვეშ გაგვთელავს მტერი გრძნეული
დაგვავიწყებენ ჩვენ ქართველობას
მარად ვიყავით ხალხი რჩეული
ბრძოლის ნიჭით გამორჩეული
ეხლა კი ჩვენი ყველას ვალია
დავიცვათ მიწა ღვთისაგან შობილი
სიკვდილს ჩავხედოთ ყველამ თვალებში
და მუდამ ვიყოთ უკვდავყოფილნი
ბოლოს კი გეტყვით ძმებო ქართველნო
არ დავემონოთ არვის დიდებას
ნუ შეშინდებით გულით ამას გთხოვთ
და მოვიპოვებთ ჩვენ გაბრწყინებას
ასე მიმართა დოვლათიანმა
და უცაბედათ ღვთის სამსჯავროზე
დაისადგურა ბნელმა წყვდიადმა
და ანგელოზნიც აღარ გალობდნენ
გავიდა დრო წუთი წამები
ცაში გავარდა ტყვიის ზარები
ამას დაერთო ფონად კივილი
კივილს თან მოჰყვა დედის ტირილი
ჯარი ქართული წამოდგა ფეხზე
დიდი სისწრაფით განლაგდა მთებზე
დაიწყო ბრძოლა დაუნდობელი
სისხლმა დაფარა ქართლისა ველი
ბევრი ვაჟკაცი მიწაზე დაეცა
ბევრი სიკვდილს წამით გაექცა
ბევრიც მოიცავ ზიზღმა ველურმა
ბევრსაც კი ბოლოს უმტყუნა გულმა
მზემ მოიხურა ბინდის საბანი
და მიიძინა მყინვარის წვერზე
შავი სამოსით მოსა მთა-ბარი
და მოავლინა სიბნელე ველზე
დოვლათიანი ბიჭებთან ერთად
მოუქცევიათ ალყაში ჯარებს
თვრამეტი კაცი უამრავ მტერთან
არ უფრთხიან ტყვიის ქარებს
რადგან ყველას სურს მათგან მშვიდობა
არ შემჩნევიათ ჯერ დაღლილობა
ქვეყნის დაცემა ან აღზევება
და არავინ ელის ვინმესგან შველას
სიკვდილის ზარმა შემოჰკრა სამჯერ
სანთლის შთანთქმა იწყო წყვდიადმა
კარი გააღეთ უბრძანა ცაზედ
სამოთხის დარაჯს ღმერთმა დიადმა
მთვარეც გამოჩნდა ცის კამარაზე
იდუმალი და მარად მომღიმარი
მაგრამ ქართველთა ცხედართა ფონზე
უმალ გარდიქმნა გახდა მტირალი
ზოგი უგონოდ მიწაზე ეგდო
ზოგიც კი ითვლის სიცოცხლის წუთებს
სიკვდილს ხომ მაინც თავის მიაქვს
რუსებთან ერთად ქართველიც უტევს
დაგა დრო-ჟამი აღსრულებისა
და თვრამეტივე ზურგზე დაეცა
სოფელ შინდისის დაწყევლილ ველზე
სიკვდილის კლავებს ვერვინ გაექცა
დოვლათიანი ძმისწულთან ერთად
გაშლილ მდელოზე მისვენებულან
თავდადებულინი ორივე ღმერთან
საიქიოში წაბრძანებულან
სახლში კი დედა მუხლებზე დამდგარი
შვილის სიცოცხლეს ღმეთს რომ ავედრებს
მოსთქვამს და მოსთქვამს ტირის საწყალი
თვალცრემლიანი აფრქვევს ხავერდებს
დედაო ღვთისა წმინდა მარიამ
დედა ხარ უფლის და როგორც დედას
გულის წუხილი მრავალ გვარია
და გევედრები შვილის შველას
ასე მოსთქვამდა მწუხარე დედა
თან შესცქეროდა ანტებულ სანთელს
მტერო გზნეულო ამად ღირს ნეტავ
თქვენ ამ ქვეყნადაც ვერ ჰპოვებთ ნათელს
ასე დასრულდა აგვისტოს ეს დღე
სისხლით დასვრილი და ულმობელი
ჩვენი თვალები ნაღველიანები
მარად იქნება შეუშრობელი
მამაო ჩვენო ამად ღირს ნეტავ
ქართველი ერის ტანჯვა-წამება
ამ სატანური წარსული დღეთა
მგონი აღარ ღირს მათი წვალება
ნუთუ სიცოცხლე აღარ გადარდებს
ნუთუ სიმშვიდე სულ არ გწადია
ნუთუ სახელიც აღარ განაღვლებს
მათ გულებში რომ დიდი განძია
იცოდე მოდგმა თუკი გაწყდება
ან კაცთა ერი გადაშენდება
შენი სახელი მაგ ხალხთან ერთად
მიწის წყვდიადში დასამარდება
ლექსის ბოლოს კი მივმარტავ იმათ
ვისაც კი ჩვენთვის ცუდი სწადია
წადით მოგვშორდით გვაშორეთ გესლი
მიხედეთ იმას რაც გაბადიათ
მტერო გზნეულო თქვე უდღეურნო
ვერაფერს ჩვენგან ვერ ეღირსები
ქართველები ვართ მუდამ გახსოვდეთ
ძალით თუ არა გჯობნით
ღირსებით გაჯობებთ!!!