Комментарии
- 20 авг 2016 23:01dali tutberidze
- 20 авг 2016 23:03maia gvenetadze
- 20 авг 2016 23:07elene dodashvili
- 21 авг 2016 13:03shako dalbashvilidgesdgeobit gogoebis umravlesoba ucdis kargi mankanis mkone bichs da misi mamikos fulebs tore siyvaruli vigas ainteresebs
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
საქართველო და სამეზობლო
თუ გიყვარს რას უცდი,შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია,ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ,იყვირე,აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს. უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი რომ წამია,სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე. თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე,მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე. გახსოვდეს,სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე,ტაძარში რომ მიჰყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ,ნამდვილად თუ გიყვარს. თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე,სიგიჟე გეწვია. (ნანა მეფარიშვილი)