ჩემი ფიქრებით, განუყრელად ჩემი მხლებლებით, არ მეშინია და არც მინდა რამე ვიდარდო, ვალპურგის ღამე, მათთან ერთად, მშვიდად ვთენდები ვთენდები არა, უფრო მეტად დილად ვფეთქდები, შენთვის ბუტბუტებს ჩემი ბაგე წყაროს ენაზე, მზის აღმოსვლა ვარ, სიყვარულად შემოგენთები, ამედევნე და დაგასახლებ ფიქრთა მწვერვალზე.... ან მთაში წამო, შეგაჩეხებ ბებერ ნიამორს, მან იცის ამ ჩემ სიყვარულზე უფრორე მეტი და იმ ნიამორს შეეკითხე, ჩემზე გიამბობს, წლები გავრეკე, შემისრულდა მხოლოდ ცხრამეტი. რა ვუყო, მხოლოდ ის მაწუხებს , ვერცხლისფერ ძაფებს, თმაში რომ სევდად შემპარვია, მკლავს და მაწამებს?!... მანანა ტონია
სევდიანი ღამე
:nana sulxanishvili witlauri
ისევ მარტო ვარ, უფლის ნებით ისევ ვარ მარტო,
ჩემი ფიქრებით, განუყრელად ჩემი მხლებლებით,
არ მეშინია და არც მინდა რამე ვიდარდო,
ვალპურგის ღამე, მათთან ერთად, მშვიდად ვთენდები
ვთენდები არა, უფრო მეტად დილად ვფეთქდები,
შენთვის ბუტბუტებს ჩემი ბაგე წყაროს ენაზე,
მზის აღმოსვლა ვარ, სიყვარულად შემოგენთები,
ამედევნე და დაგასახლებ ფიქრთა მწვერვალზე....
ან მთაში წამო, შეგაჩეხებ ბებერ ნიამორს,
მან იცის ამ ჩემ სიყვარულზე უფრორე მეტი
და იმ ნიამორს შეეკითხე, ჩემზე გიამბობს,
წლები გავრეკე, შემისრულდა მხოლოდ ცხრამეტი.
რა ვუყო, მხოლოდ ის მაწუხებს , ვერცხლისფერ ძაფებს,
თმაში რომ სევდად შემპარვია, მკლავს და მაწამებს?!...
მანანა ტონია