წუხელის სიზმრად მესიზმრე დედა მეფერებოდი სასოწარკვეთილს მანდ ვიყავ ჩემი სუნთქვაც გესმოდა აქა ვარ მარტო არ მტოვებ წამით...
რა ტკბილი იყო ეს ღამე ჩემთვის ხშირად მეზმანე ამას ვთხოვ ღმერთსაც როცა ჩემთან ხარ მე სიმარტოვის არ მეშინის გჯეროდეს დედა. დედა ნეტავი ამ ქვეყნად რამე თუ უტოლდება დედაშვილობას, როცა რაიმე მტკივა დედიკო მაშინ შენც გტკივა მე ამის მჯერა. ნაჯაფარ ხელებს მისვავდი ხელზე,გულს მიხუტებდი როგორც თილისმას, იისფერს გავდა ტუცების ფერი ვაიმე გულმა ხომ არ გიმტყუნა. ამ დროს ჩამესმა ხმა სინიორას, არ ვახელ თვალებს რომ არ გამიქრე ,უხმოდ მაკოცე და ისევ ჩუმად მთვარეს გაჰყევი ღამენათევებს. გამომეღვიძა გულ-დაწყვეტილი გავხედე გარეთ აისი იდგა,გეძებე თვალით მონატრებული და ხელში სულ სხვა მოხუცი შემრჩა. რა ძალა არის ნეტავ ვიცოდე, რომ ვერ აკავებს სიშორე დიდი, ვერც ზღვის ტალღები,ვერც მთის სიმაღლე ,ვერც ქარიშხალი და ვერც ქუხილი. აქვე ოთახში მოხუცმა ქალმა,სულ ვერ გაიგო ჩემი ვაება, შენ კი დედიკო როგორ იგრძენი,როგორც მალამო დამედე წამლად. წახვედი მალე მე კი დამტოვე უცხო ქალაქში ზღვების ნაპირზე და დამიტოვე სურნელი შენი შენი ამბორი და სიმარტოვე.
● ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს.--/ლადო ასათიანი / * დედამ სისხლში გადმომცა, მე საუნჯე ფარული: მას ფულით ვერ მოიხვეჭთ, თქვენ კაცნი, განსწავლულნი.- /გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი / * ● განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისაგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან.--/ჰენრი თომას ბოკლი / * ● საუკეთესო დედა ის არის, ვინც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როცა ისინი დაობლდებიან.--/იოჰან ვოლფგანგ გოეთე / * ● ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით.-/მაქსიმ გორკი/ * ● ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა. ● შვილების მღერა რომ ესმის, დედის სიცოცხლე ტკბილია. ● ეგ, ხომ ჩემს საჩოხედ გინდა? ნაქსოვი დედის ხელითა არ გაიჭრების მახვილით, არ დაიწვების ცეცხლითა. ● დედისა ხელით მოწვდილი, შხამიც რომ იყოს ტკბილია. ● ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.---/ვაჟა ფშაველა/ *
● შვილი შვილია, მაგრამ დედისთვის რა ცეცხლი და ნავთია, ვინ იცის? ● დედები ყველაფერს პატიობენ შვილებს, თავის თავს კი – არა. ● თუ დედა გეძახის – გაიგონებ, დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის, სულ რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას გეძახის. ● შვილის ზრდისას ხელახლა იქმნება დედის თვალსაზრისი ადამიანის ავკარგიანობის თაობაზე. და როცა მას სხვაგვარად ელაპარაკებიან ან სხვაგვარად უნდათ დააჯერონ – ისმენს, რაკი თვითონ ერთია და სხვა ათასი, მაგრამ ისე ხედავს, როგორც შეუძლია დაინახოს. ● დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. ● დედებს არ სიამოვნებთ თუ ბიჭები გოგოებზე სიტყვას ჩამოაგდებენ, მითუმეტეს – თუ მეგობრობენ. ● ძუძუმიტოვებულ ბავშვს დედის უბე, მაინც მთელ ქვეყანას ურჩევნია. ● დრო ვერ კლავს დედას, ვერ გვავიწყებს. მის ასიათასჯერ ხელმონაკიდებ კედელ- ყურეს რომ ვუბრუნდებით, სადაც ეხლა დედინაცვალია, დედა ცოცხლდება და კვდება, ცოცხლდება და კვდება.-- /ოტია იოსელიანი/ * ● ჩვენი გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას.---/ ნიკოლოზ ნეკრასოვი / * ● ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს ,ესაა – როგორ თანდათან გვიბერდება დედა--/სიონაგონი სეი / * * ხუმრობით დედა შევისვი მხარზე, მაგრამ მე ჩვენა ისე მსუბუქი,ცრემლმორეულმა ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი.--/ისაკავა ტაკუბოკუ / *
*დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენ ენა, და მამაცაო. * დედის გული ზღვა არის სიყვარულისა; რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს,ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს უნდა მისცეო, დედა მაგასა იქს, შვილმა რომ ეს დედისთვის ქნას, დედა იწყენს.--- /ილია ჭავჭავაძე-/ * * დედის მეტს ჩემი სიკვდილი, არავის აატირებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა, მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.
* დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამითა გვტანჯავს სოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
* ვინა სთქვა: “წილი არ უძე” – სულ დედა არ გვზრდის შვილებსა!?
*ზოგი ქალია წმინდანი, ზოგი ქალია დავარი, შვილის გაჩენას რა უნდა – შვილის გაზრდაა მთავარი.
* თვალთა ტკივილი თაფლია, შვილთა დალევა შაქარი; დედის სიკვდილი კერაი – ასაზიდებლად მაგარი.
*ცხენკარგის დედას დავნატრი – ლაშქარს წინასწარ წადგება! მერე თოფკარგის დედასა – ერთის ნასროლით დარჩება, მემრე ცოლკარგის დედასა – ქმრის სწორთ ლამაზად დახვდება.
*ცუდად გაზრდილი შვილი დედის სირცხვილია, მამის წუხილი-- //ხალხური/
ყველა დედა ვერ იქნება წარმატებული და საზოგადო მოღვაწე,მაგრამ ყველა დედას სურს მისი შვილი გამოვიდეს წარმატებული და გამოჩენილი პიროვნება..-/მ.რ/ * დედის გული იმ წამიდან ფორიაქდება და თვალნი ნაღველით ივსება,რა წამიდან შვილი მის თვალსაწიერს მიეფარება../მ.რ/ * მიყვარს სოფლად დარჩენილი დედები.,მიუხედავად იმისა უჭირს თუ არა შვილს ის მაინც რუდუნებით ამზადებს გასგზავნ ნობათებს,რომელიც მძიმე ,დაუღალავი შრომითაა მოყვანილი .--/მ.რ/ * მათს საფლავებს ვინმე ქვეყნად თუ იპოვის ნეტა? მაგრამ მაინც უცდის დედა... ო, ქართველი დედა... ქალს პატარა დაჰყავს ხელით, ბავშვი ზრუნვით ზრდილი, მომავალის დიდი სახე – შვილი – შვილი – შვილი.---/გალაკტიონ ტაბიძე / #მრ
სიყვარული ყველას უნდა
:დუმილი ჩემი მეგობარია
წუხელის სიზმრად მესიზმრე დედა მეფერებოდი სასოწარკვეთილს მანდ ვიყავ ჩემი სუნთქვაც გესმოდა აქა ვარ მარტო არ მტოვებ წამით...
რა ტკბილი იყო ეს ღამე ჩემთვის ხშირად მეზმანე ამას ვთხოვ ღმერთსაც როცა ჩემთან ხარ მე სიმარტოვის არ მეშინის გჯეროდეს დედა.
დედა ნეტავი ამ ქვეყნად რამე თუ უტოლდება დედაშვილობას, როცა რაიმე მტკივა დედიკო მაშინ შენც გტკივა მე ამის მჯერა.
ნაჯაფარ ხელებს მისვავდი ხელზე,გულს მიხუტებდი როგორც თილისმას, იისფერს გავდა ტუცების ფერი ვაიმე გულმა ხომ არ გიმტყუნა.
ამ დროს ჩამესმა ხმა სინიორას, არ ვახელ თვალებს რომ არ გამიქრე ,უხმოდ მაკოცე და ისევ ჩუმად მთვარეს გაჰყევი ღამენათევებს.
გამომეღვიძა გულ-დაწყვეტილი გავხედე გარეთ აისი იდგა,გეძებე თვალით მონატრებული და ხელში სულ სხვა მოხუცი შემრჩა.
რა ძალა არის ნეტავ ვიცოდე, რომ ვერ აკავებს სიშორე დიდი, ვერც ზღვის ტალღები,ვერც მთის სიმაღლე ,ვერც ქარიშხალი და ვერც ქუხილი.
აქვე ოთახში მოხუცმა ქალმა,სულ ვერ გაიგო ჩემი ვაება, შენ კი დედიკო როგორ იგრძენი,როგორც მალამო დამედე წამლად.
წახვედი მალე მე კი დამტოვე უცხო ქალაქში ზღვების ნაპირზე და დამიტოვე სურნელი შენი შენი ამბორი და სიმარტოვე.
დედის ძვირფასი ხელით შეკერილს.--/ლადო ასათიანი /
*
დედამ სისხლში გადმომცა, მე საუნჯე ფარული:
მას ფულით ვერ მოიხვეჭთ, თქვენ კაცნი, განსწავლულნი.-
/გოტფრიდ ავგუსტ ბიურგერი /
*
● განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისაგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან.--/ჰენრი თომას ბოკლი /
*
● საუკეთესო დედა ის არის, ვინც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როცა ისინი დაობლდებიან.--/იოჰან ვოლფგანგ გოეთე /
*
● ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით.-/მაქსიმ გორკი/
*
● ბევრად სჯობია სიკვდილი
მშობელი დედის წყენასა.
● შვილების მღერა რომ ესმის,
დედის სიცოცხლე ტკბილია.
● ეგ, ხომ ჩემს საჩოხედ გინდა?
ნაქსოვი დედის ხელითა
არ გაიჭრების მახვილით,
არ დაიწვების ცეცხლითა.
● დედისა ხელით მოწვდილი,
შხამიც რომ იყოს ტკბილია.
● ლამაზად შვილის გამზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა.---/ვაჟა ფშაველა/
*
● დედები ყველაფერს პატიობენ შვილებს, თავის თავს კი – არა.
● თუ დედა გეძახის – გაიგონებ, დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის,
სულ რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას
გეძახის.
● შვილის ზრდისას ხელახლა იქმნება დედის თვალსაზრისი ადამიანის ავკარგიანობის
თაობაზე. და როცა მას სხვაგვარად ელაპარაკებიან ან სხვაგვარად უნდათ დააჯერონ –
ისმენს, რაკი თვითონ ერთია და სხვა ათასი, მაგრამ ისე ხედავს, როგორც შეუძლია
დაინახოს.
● დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც
სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.
● დედებს არ სიამოვნებთ თუ ბიჭები გოგოებზე სიტყვას ჩამოაგდებენ, მითუმეტეს – თუ
მეგობრობენ.
● ძუძუმიტოვებულ ბავშვს დედის უბე, მაინც მთელ ქვეყანას ურჩევნია.
● დრო ვერ კლავს დედას, ვერ გვავიწყებს. მის ასიათასჯერ ხელმონაკიდებ კედელ-
ყურეს რომ ვუბრუნდებით, სადაც ეხლა დედინაცვალია, დედა ცოცხლდება და კვდება, ცოცხლდება და კვდება.--
/ოტია იოსელიანი/
*
● ჩვენი გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიგონებთ დედას.---/ ნიკოლოზ ნეკრასოვი /
*
● ის, რასაც ადამიანის თვალი ვერ ამჩნევს ,ესაა – როგორ თანდათან გვიბერდება დედა--/სიონაგონი სეი /
*
* ხუმრობით დედა შევისვი მხარზე, მაგრამ მე ჩვენა ისე მსუბუქი,ცრემლმორეულმა ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი.--/ისაკავა ტაკუბოკუ /
*
* დედის გული ზღვა არის სიყვარულისა; რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს,ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს უნდა მისცეო, დედა მაგასა იქს, შვილმა რომ ეს დედისთვის ქნას, დედა იწყენს.---
/ილია ჭავჭავაძე-/
*
* დედის მეტს ჩემი სიკვდილი, არავის აატირებსა.
სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.
* დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამითა გვტანჯავს სოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა.
* ვინა სთქვა: “წილი არ უძე” – სულ დედა არ გვზრდის შვილებსა!?
*ზოგი ქალია წმინდანი, ზოგი ქალია დავარი,
შვილის გაჩენას რა უნდა – შვილის გაზრდაა მთავარი.
* თვალთა ტკივილი თაფლია, შვილთა დალევა შაქარი;
დედის სიკვდილი კერაი – ასაზიდებლად მაგარი.
*ცხენკარგის დედას დავნატრი – ლაშქარს წინასწარ წადგება!
მერე თოფკარგის დედასა – ერთის ნასროლით დარჩება,
მემრე ცოლკარგის დედასა – ქმრის სწორთ ლამაზად დახვდება.
*ცუდად გაზრდილი შვილი დედის სირცხვილია, მამის წუხილი--
//ხალხური/
*
დედის გული იმ წამიდან ფორიაქდება და თვალნი ნაღველით ივსება,რა წამიდან შვილი მის თვალსაწიერს მიეფარება../მ.რ/
*
მიყვარს სოფლად დარჩენილი დედები.,მიუხედავად იმისა უჭირს თუ არა შვილს ის მაინც რუდუნებით ამზადებს გასგზავნ ნობათებს,რომელიც მძიმე ,დაუღალავი შრომითაა მოყვანილი .--/მ.რ/
*
მათს საფლავებს ვინმე ქვეყნად
თუ იპოვის ნეტა?
მაგრამ მაინც უცდის დედა...
ო, ქართველი დედა...
ქალს პატარა დაჰყავს ხელით,
ბავშვი ზრუნვით ზრდილი,
მომავალის დიდი სახე –
შვილი – შვილი – შვილი.---/გალაკტიონ ტაბიძე /
#მრ