21 окт 2014

რას ნიშნავს დაქალი?

დაქალი - მდედრობითი სქესის არსება, რომელიც გარკვეულ ემოციურ კავშირს ამყარებს სხვა მდედრობითი სქესის არსებასთან.
ზმნისთვის იხილეთ - ედაქალება.
კრებითი სახელისთვის იხილეთ - სადაქალო
დაქალთა შორის ემოციური კავშირი გულისხმობს ერთმანეთის კალთაში ჩაჯდომას, მენსტრუალური ციკლების სინქრონიზებას, ერთმანეთისთვის პირადი მოხმარების საგნების დაუნანებლად გაყოფას, ტუალეტში ერთად სიარულს. არსებობს დაქალთა ქცევის კოდექსი, რომელიც სრულიად არარაციონალურია, თუმცა თაობიდან თაობას უცვლელი სახით გადაეცემა. არ არსებობს ბიჭი, რომელიც დაქალს მეორე დაქალის ღირსად შეიძლება მიაჩნდეს. მიუხედავად უღირსობისა, დაქალის შეყვარებული ხელშეუხებელია. თავის მხრივ კი, დაქალის შეყვარებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, მთელი სადაქალო დაპატიჟოს ყავაზე და კინოში.
დაქალთა ინდივიდუალური განვითარება გამორიცხულია. დაქალების განვითარება მხოლოდ ჯგუფურადაა შესაძლებელი.
დაქალები შემდგომ როგორც წესი, ხდებიან მეჯვარეები და ერთმანეთის ბავშვის ნათლიები.
გავრცელებული აზრის თანახმად, ყველა სადაქალოში არის სუსტი რგოლი. სადაქალოში შეღწევა მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება. თუმცა, მე თქვენს ადგილას ამ იდეას დავიკიდებდი.

რას ნიშნავს დაქალი? - 593673577197

Комментарии