სეზამის (კუნჟუტის) ზეთი შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ.

სეზამის (კუნჟუტის) ზეთი  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 573679497686
სეზამის (კუნჟუტის) ზეთი  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 573679798742
სეზამის (კუნჟუტის) ზეთი  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 573679897302
Масло кунжутное–სეზამის (კუნჟუტის) ზეთი
სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება იაპონურ, ჩინურ და ინდურ სამზარეულოში სალათების, სოუსების, ფლოვის დასამზადებლად.ეს ზეთი ანიჭებს ჩვეულებრივ კერძებს განუმეორებელ გემოს. სეზამის თესლის ზეთს აქვს სასიამოვნო , ნაზი გემო და ღია–ყვითელი ფერი. რეკომენდირებულია მისი გამოყენება მზა კერძების შესაკაზმად.
თუ სეზამის ზეთი თქვენ მოგეჩვენებათ საკმაოდ მძიმედ,შეიძლება იგი გააზავოთ სხვა მცენარეული ზეთით, რომლის გემო ნაკლებადაა გამოხატული.
სეზამის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
სეზამის ზეთი–ეს ძვირფასი საკვები და არაჩვეულებრივი სამკურნალო პროდუქტია:
რეკომენდირებულია ფილტვების სხვადასხვა დაავადებების, სუნთქვის უკმარისობის, ასთმის, მშრალი ხველების შემთხვევაში;
გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
სეზამის ზეთი ზრდის ტრომბოციტების რაოდენობას და აუმჯობესებს სისხლის შედედებას;
სიმსუქნის შემთხვევაში, ხელს უწყობს გახდომას და სხეულის გაკაჟებას;
გამოიყენება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას;
აფერხებს ტრომბების წარმოქმნას, შლის ტრომბით შექმნილ საცობებს;
ხსნის კუჭ–ნაწლავის სპაზმს,იხმარება ნეფრიტის, პიელონეფრიტის და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს;გამოიყენება ანემიის,შინაგანი სისხლდენის, ფარისებლი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას;
აკონტროლებს სისხლის მჟავიანობას, კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას;
ახდენს ორგანიზმის საერთო გამოფიტვის კომპენსაციას,ატენიანებს ნაწლავებს, ათავისუფლებს მათ მასებისაგან, ხელს უწყობს მათ სწრაფ გამოდევნას ნაწლავებიდან.
ხსნის შარდვის დროს წვის შეგრძნებას, აქვს რბილი საფაღარათო მოქმედება.
გამოიყენება როგორც ანტიჰელმინტური საშვალება.
დამტკიცებულია, რომ სეზამის ზეთი ზრდის თრომბოციტების რაოდენობას, რაც იწვევს სისხლის შედედების სიჩქარის ზრდას. ამიტომ ის გამოიყენება ვერლგოფის დაავადების, თრომბოპენიური პერპურის, ესენციალური თრომბოპენიის, ჰემორაგიული დიათეზების დაავადებათა შემთხვევაში. (მიიღება ერთი სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამის წინ) .
სპორტში გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად. დღეში ერთი სუფრის კოვზი სეზამის ზეთი ზრდის კალციუმის შემცვლელობას ორგანიზმში 3–ჯერ. სასარგებლოა ღრმა ძილის მისაღწევად ( მელანქოლიკებისთვის),ამისათვის თბილი სეზამის ზეთით უნდა დავიზილოთ ფეხები.
ფრჩხილების გასამაგრებელად: გავაჩეროთ თითები ლიმონიან წყალში, შევიმშრალოთ , შემდეგ თითოეული თითი კარგად დავიზილოთ სეზამის ზეთით.
გაციებისას სეზამის ზეთი შევათბოთ 36–38 გრადუსი ცელსიუსით, ძილის წინ შევაზილოთ ზეთი ავადმყოფს გულ–მკერდზე, შემდეგ შევფუთოთ თბილად და ჩავაწვინოთ ლოგინში. ასევე გაციებისას სეზამის ზეთი მივიღოთ შინაგანად 0.5 სუფრის კოვზი დღში 1–3 ჯერ. თუ ზეთს ვღბულობთ დღეში ერთხელ, მაშინ უმჯობესია ეს გავაკეთოთ დილის საათებში.
გასტრიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს საჭიროა 1 სუფრის კოვზი სეზამის ზეთის მიღება 1–3 ჯერ დღეში.
შეკრულობისას: დღის განმავლობაში მივიღოთ 0.5,– 1 სუფრის კოვზი ზეთი.
მძიმედ მიმდინარე ქრონიკული შეკრულობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 2–ჯერ.
ნაწლავური კოლიკის შემთხვევაში, მცირე რაოდენობის სეზამის ზეთი შეიზილეთ მუცლის არეში მთლიან შეწოვამდე, ამავე დროს დღეში ერთხელ, უფრო დილის საათებში მიიღეთ შინაგანად 15–30 გრამი სეზამის ზეთი, დალიეთ შეუსვენებლად, სანამ არ იქნება მდგომარეობის გაუმჯობესება.
კანის დამამშვიდებელი მალამოები: გამოვწუროთ წვენი ალოეს ფოთლებიდან და ყურძნის ნაყოფიდან. შევურიოთ ერთმანათს თანაბარი როდენობით. შემდეგ ამ ნარევს დავუმატოთ სეზამის ზეთი 1:1 თანაფარდობით.ეს ნარევი გამოიყენება დერმატიტის, დროს კანზე წასასმელად. შედეგის გასაუმჯობესებლად უნდა მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 2–3 ჯერ დღეში.
ყურის ანთების დროს ჩვიწვეთოთ რამოდენიმე წვეთი, შემთბარი სეზამის ზეთი.
კანის და ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესსების შემთხვევაში, დაზიანებული ადგილები რამოდენიმეჯერ დღეში უნდა დავამუშავოთ სეზამის ზეთით, დამატებით დღეში ერთხელ მაინც, აუცილებელია 0.5 ჩ/კ სეზამის ზეთის მიღება შინაგანად.
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებისას ვღბულობთ დღეში 3–ჯერ 1 სუფრის კოვზს. სეზამის ზეთი თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით ხელს უწყობს თრომბოციტების რაოდენობის მომატებას.
სეზამის ზეთს ახასიათბს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება: კბილის ტკივილის შემთხვევაში ზეთს შევიზილავთ მტკივნეული კბილის გარშემო ღრძილებზე.
სეზამის ზეთი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეული ზეთია.
სეზამის ზეთი შეიცავს ნივთერება სეზამოლს,რომელიც განაპირობებს ზეთის მაღალ მდგრადობას, ხანგრძლივი შენახვის პირობებში. . ის კარგად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს,რის გამოც სეზამის ზეთი ერთერთი ეფფექტური მზისგან დამცავი საშვალებაა.
საინტერესო მონაცემები სეზამის ზეთის შესახებ.
ჯერ კიდევ 1500 წლის წინათ ჩვენწელთაღრიცხვამდე, ეგვიპტელები იყენებდნენე სეზამის თესლისგან დამზადებულ ზეთს, როგორც სამკურნალო პრეპარატს. თავისი სამკურნალო თვისებების გამო ის ითვლებოდა უკვდავების სიმბოლოდ და გვერწმუნეთ, არც ისე უაზროდ. რათქმაუნდა უკვდავებას ეს ზეთი ვერ მოგანიჭებთ, მაგრამ მისგან ადამიანისთვის სარგებელი ძალიან დიდია მასში შემავალი უაღრესად მდიდარი მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების გამო. ესენია თუთია, ფოსფორი, კალციუმი და ვიტამინ E.
Ca - ის ნაკლებობა გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და გარეგნობაზე, ამიტომაც ვღებულობთ საკვებად ხაჭოსა და სხვადასხვა რძის პროდუქტებს. ვსვამთ კალციუმის შემცველ პრეპარატებს. 1 გრამი სეზამის ზეთი შეიცავს ზრდასრული ადამიანისთვის საჭირო კალციუმის დღიურ ნორმას.
საკვებად სეზამის თესლის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ზეთის კი შესაძლებელია. მასში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ნივთიერება. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1 სუფრის კოვზი ზეთის მიღება, სამჯერ ამდიდრებს ორგანიზმს კალციუმის რაოდენობით. ის მდიდარია აგრეთვე ფოსფორით, ვიტმინ E . ეს კინიშნავს, რომ მისი გამოყენება ეწინააღმდეგება ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, თავის ტკივილის წარმოქმნას.
ეს ზეთი მხსნელად მოევლინება ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები. სეზამის ზეთი ძალიან სწრაფად აღუდგენს კალციუმის დეფიციტს ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს.
სეზამის ზეთი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომის პროცესს ჭარბი წონის მქონე ადამიანებში და პირიქით ორგანიზმის გამოფიტვისას კვებავს და აღადგენს მას. ძალიან სასარგებლოა მისი მიღება ისეთი დაავადებების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის როგორებიცაა: ასთმა, ართრიტი, ოსთეოპოროზი, ფილტვების ანთება, ანემია, გულის დაავადებები, ჰაერის უკმარისობა, ენდოკრინული დარღვევები და ღვიძლის დაავადებები.
ყველაფრის გარდა – ეს ზეთი არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტი და უნიკალური სამკურნალო პრეპარატია. სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდოეთი, იაპონია ჩინეთი.
სეზამის ზეთს აქვს სასიამოვნო სუნი. გემო კი ოდნავ ნიგვზისას მოგვაგონებს. თესლისგან განსხვავებით ზეთი დიდხანს ინახება და ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
დაფიქრდით, იქნებ ჩვენს დროში, უცნობ რეკლამირებულ ტაბლეტების ნაცვლად, უმჯობესია მივმართოთ ბუნებისგან მოცემულ, საღებავების, არომატიზატორების, კონსერვანტების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე წარმოებულ სასარგებლო პროდუქტებს.
სეზამის ზეთის შემადგენლობა:
სეზამის ზეთის ცხიმოვანი შემადგენლობა: ომეგა–3 (0,2 %); ომეგა–6 (45%); ომეგა–9 (41?%). ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები: (პალმიტინის, სტეარინის) 14 %–მდე.
სეზამის ზეთის შემცველი ვიტამინები: A,B1,B2,B3, (PP),B4,C,D,E (ქოლინი), K.
მიკრო და მაკრო ელემენტები : სეზამის თესლის ზეთი ძალიან მდიდარია რკინით, თუთიით, ფოსფორით, კალიუმით, სილიციუმით, ნიკელით, მაგნიუმით, სპილენძით, მარგანეცით და ზოგიერთი სხვა ელემენტებით.
კალციუმის შემცველობით მას ვერაფერი შეედრება– 1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი შეიცავს კალციუმის დღიურ დოზას.
ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების გარდა სეზამის ზეთი შეიცავს: ბეტა–სიტოსტერინს, ბეტაინს, ლეციტინს, რესვერატროლს, სეზამინს (ქლოროფორმს), სეზამოლს, სეზამოლინს, ფიტინს, ფიტოსტეროლს, ფოსფოლიპიდს.
სეზამის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ
სეზამის თესლის ზეთი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. მსოფლიოს ხალხთა გამოცდილებამ არა ერთხელ დაამტკიცა მისი სასიკეთო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ჯერ კიდევ ავიცენამ თავის ტრაქტატიში აღწერა სეზამის სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ძალა. იმ დროიდან სეზამის ზეთის გამოყენების რეცეპტები, დღემდე წარმატებით გამოიყენება სახალხო მედიცინაში.
სასარგებლო გავლენა გულ–სისლძარღვთა სისტემაზე
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს სეზამის ზეთი აქვთ ჭეშმარიტად უნიკალური თვისებები: ისინი აძლიერებენ სისხლძარღვთა კედლებს და ამაღლებენ მათ ელასტიურობას. გარდა ამისა მასში შემავალი ნივთიერებები დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს,აკონტროლებენ სისხლის მჟავიანობას. სეზამის ზეთის რეგულარულ მიღებას შეუძლია სისხლის ცირკულაციის და შემადგენლობის გაუმჯობესება. ანემიისა და დაბალი შედედების შემთხევაში სეზამის ზეთის მიღება, აუცილებელიც კი არის. მისი მიღების ეფექტურობა დამტკიცებულია ჰემორაგიული დიათეზების, ესენციალური თრომბოპენიის, ვერლგოფის დაავადების, თრომბოპენიური პურპურის შემთხევვაში. სეზამის ზეთი მდიდარია მონო და პოლი არანაჯერი ცხმოვანი მჟავებით, რომლებიც თანაბარი პროპორციით მოიპოვება და დადებითად მოქმედებენ გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე ჰიპერტონიაზე, ინფარქტზე,ამცირებენ თვის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
სეზამის ზეთს ახასიათებს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. კარგად ასუფთავებს და ატენიანებს ნაწლავებს. გარდა ამისა რეკომენდირებულია მისი გამოყენება ნაწლავური კოლიკის, ენტეროკოლიტის, კოლიტის შემთხვევაში. ეფექტურად წევს დაბლა კუჭის წვენის მჟავიანობას, ხშირად გამოიყენება კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის და გასტროდუოდენიტის სამკურნალოდ. როგორც ავღნიშნეთ სეზამის ზეთის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის ფოფოლიპიდები და ფიტოსტეროლები, რომლების ეფექტურად აძლიერებენ ნაწლავის წვენის გამომუშავებისა და გამოყოფის პროცესს, აღადგენენ ღვიძლის სტრუქტურას.ხშირად იყენებენ ასევე ნაღვლის სადინარების დისკინეზიის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის, ჰეპატიტის დროს. იდეალური საშვალებაა ნაღვკენჭოვანი დაავადებების პროპილაქტიკისათვის.
ნერვული სისტემა
სეზამის ზეთის ნერვული სისტემისათვის სარგებელს განაპირობებს ვიტამინი E და ფოსფორი, რომლების ეწინააღმდეგებიან თვის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადევბების განვითრებას. ადამიანებისათის, რომლებიც უშუალოდ დაკავებულები არიანი აქტიური გონებრივი მუშაობით, (მაგალითად მოსწავლეები,სტუდენტები) რეკომენდირებულია სეზამის ზეთის მიღება. სეზამოლინი, რომელსაც შეიცავს სეზამის ზეთი, ამაღლებს უჯრედების დაჟანგვის საწინააღმდეგო აქტივობას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს გაუმკლავდეს გადაღლასადა სეტრესს. ეს ზეთი არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. გაფანტული სკლეროზისა და ალცგეიმერის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის აუცილებელია სეზამის ზეთის რაციონში შეყვანა. ამავე დროს ამ ზეთის გამოყენებისას თქვენ დაივიწყვებთ დეპრესიას, აპათიას, უძილობას და დაღილობას.
სუნთქვითი სისტემა
სახალხო მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება სეზამის ზეთი, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: მშრალი ხველება, ასთმა, ფილტვების დაავადებები, ჰაერის უკმარისობა, გაციება, ანგინა, ფარინგიტი.
საყრდენ მამოძრავებელი აპარატი
სეზამის ზეთი ძალიან მდიდარია კალციუმით, რომელიც მაგნიუმთნ, ფოსფორთან, სილიციუმთან, და ვიტამინ C-სთნ ერთად აქტიურად მოქმდებს სახსრებსა და ძვლებზე. რეკომენდირებულია სახსრების დეგერენაციული და ანთებითი პროცესსების სამკურნალოდ. არაჩვეულებრივი საშვალებაა ოსტეოხონდროზის პროპილაქტიკისათვის. სასარგებლოა ფეხმძიმე და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ართრიტების,ოსტეოხონდროზის, რევმატიზმის დროს აკეთებენ სამკურნალო პროფილაქტიკურ მასაჟს. ამისთვის ოდნავ შემთბარი ზეთი უნდა შევიზილოთ დაზიანებული სახსრების ადგილას.
კბილები და ღრძილები
კბილების სიმაგრისათის სეზამის ზეთი უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში. ეს პროცედურა ეფექტური საშვალებაა კარიესის, პარადონტიტის და პარადონტოზის დროს. კბილის ტკივილის დროს ზეთი უნდა შევიზილოთ ღრძილებზე. სეზამის ზეთი ანელებს კბილის ტკივილს. ხანდახან მთლიანად ხსნის მას.
სასმენი აპარატი
1–2 წვეთი სეზამის ზეთი უნდა ჩიწვეთოთ ყურში, აუმჯობესებს სმენას და ასუფთვებს სასმენ გზებს.
მხედველობის ორგანო
სეზამის ზეთში შემავალი A,B,C ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები, მარგანეცი, მაგნიუმი, თუთია ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ მხედველობით ორგანოზე.
შარდის გამომყოფი სისტემა
სეზამის ზეთი რეკომენდირებულია თირკმლის კენჭოვანი დაავადებების, პიელონეფრიტის, ნეფრიტის, ურეტრიტის და ცისტიტის დროს.
ენდოკრენული სისტემა
ზეთში შემავალი აქტიური ნივთიერებები აუმჯობესებენ ენდოკრინული სისტემის მუშაობას. მონაწილეობენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებაში, დაბლა წევენ სისხლში შაქრის დონეს .
სიმსუქნე და გამოფიტვა
სეზამის ზეთი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
გამოფიტვის შემთხვევაში: ხელს უწყობს სხეულის კუნთოვანი მასის გაზრდას.
სიმსუქნის დროს: სეზამინი, რომელსაც შეიცავს ზეთი, აქტიურად უწყობს ხელს სხეულის მასის კლებას, სტაბილიზირდება ცხიმოვანი ცვლა და აქტიურდება გახდომის ფაქტორები.
სეზამის ზეთი ზომიერად უნდა მივიღოთ. ის ძალიან კალორიული პროდუქტია, მისი ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 100 გრამზე 890 კ.კალორიას.
ონკოლოგიური დაავადებები
სეზამის ზეთის რეგულარული მიღება იწვევს ონკოლოგიურ დაავადებათა რისკის შემცირებას, მასში შემავალი სეზამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჟანგვით პროცესსებს ადამიანის ორგანიზმში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სეზამის თესლის ზეთი ეხმარება ორგანიზმს შლაკების, რადიონუკლიდების, ტოქსინების, მძიმე მეტალებისგან გაწმენდაში.
რესპირატორული დაავადებები
წყლის აბაზანაზე შემთბარი სეზამის ზეთი უნდა შევიზილოთ ტერფებზე და მკერდის არეში.
იმუნიტეტი
სეზამის ზეთის რეგულარული მიღება საკვებთან ერთად არის არაჩვეულებრივი საშვალება იმუნიტეტის ასამაღლებლად.
კანის დაავადებები
ეგზემა,მიკოზი, ფსორიაზი–არამთლიანი დაავადებების სია, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება სეზამის ზეთი. გამოყენების წესი შემდეგში მდგომარეობს– საზამის ზეთის აპლიკაციები დავიდოთ დაზიანებულ ადგილებზე 20–30 წუთით.
ქალებისთვის
ქალებისთვის, რომლებიც განიცდიან პრედმენსტრუალური და კლიმაქსური პერიოდის დისკომფორტს რეკომენდირებულია სეზამის ზეთის მიღება. შეუფასებელი სარგებელი მოაქვს მას ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის, რაც მთავარია მას შეუძლია ფეხმძიმობის შემდეგ პერიოდში სწრაფად აღადგინოს, ქალის ორგანიზმში განვითარებული სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი.
მამაკაცბისთვის
ზეთში შემავალი ვიტამინებეი A,E, ფიტოსტეროლები, მაგნიუმი, თუთია , სქვალენი დადებით ზემოქმედებას ახდენენ წინამდებარე ჯირკვლის მუშაობაზე, აძლიერებენ ერექციას, აუმჯობესებენ სპერმატოზოიდების გამომუშავების პროცესს.
სეზამის ზეთისგამოყენების წესები:
რესპირატორული დაავადებების დროს ძილის წინ უნდა დავიზილოთ თბილი სეზამის ზეთით ზურგი, მკერდი, ტერფები და ამასთანავე დავლიოთ სეზამის ზეთი თბილ წყალთან ერთად. გასტრიტის და წყლულოვანი კოლიტისას მივიღოთ 2 ჩაის კოვზი ზეთი უზმოზე.
შეკრულობისას– 2 ჩაის კოვზი ზეთი რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში. ეგზემისა და ფსორიაზის შემთხვევაში სეზამის ზეთში დასველებული საფენები დავიდოთ მტკივნეულ ადგილებზე 20–30წუთის განმავლობაში.
ოტიტის დროს ყურში ჩავიწვეთოთ 1–2 წვეთი ზეთი 2–3 მჯერ დღეში.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას სეზამის ზეთი მივიღოთ 3 ჯერ დღეში 1ჩ/კ.
სეზამის ზეთის მიღების წესი პროფილაქტიკური მიზნით და იმმუნიტეტის ასამაღლებლად:
ბავშვები 1–3 წლამდე: 3–5 წვეთი ჭამის დროს;
ბავშვები 4–6 წლამდე: 5–10 წვეთი ჭამის დროს;
ბავშვები 7–9 წლამდე: 10– 15 წვეთი საჭმელთან ერთად;
ბავშვები 10–14 წლამდე:1 ჩ/კ ჭამის დროს;
მოზარდები 14 წლის ზემოთ და დიდები: 1ჩ/კ 2–3 ჯერ დღეში ჭამის დროს.
მიღების კურსი –3 თვე.
სეზამის ზეთის მიღების უკუჩვენებები:
ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი სისხლის შედედების უნარი, ვენების ვარიკოზული დაავადებები და მიდრეკილება ტრომბების წარმოქმნისაკენ, მიღების წინ უნდა მიმართონ ექიმს. ფრთხილად უნდა მიიღონ ალლერგიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა. პირადი აუტანლობის შემთხვევაში ზეთის მიღება უნდა შეწყვიტოთ.

#სეზამისკუნჟუტისზეთი

Комментарии

Комментариев нет.