თევზები საკვებს ეძებენ გრძნობათა ორგანოების - ყნოსვის, გემოვნების, შეხების, მხედველობისა და გვერდითი ხაზის ორგანოს საშუალებით. ყნოსვის ორგანო თევზებს ძალზედ განვითარებული აქვთ. ასე მაგალითად, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტ გ. ვ. ნიკოლსკის თანახმად გველთევზა სპირტის სუნს იგრძნობს თუ მისი ერთ გრამი განზავებულია 3500კმ3; კარჩხანა ნიტრობენზოლის სუნს აღიქვამს თუ მისი კონცენტრაცია შეადგენს ერთ გრამს 100კმ3 წყალზე. ამის გა,მო სატყუარებში სურნოლოვანი ნივთიერებანი უნდა დაემატოს ძალზედ ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ატრაკტანტულ ნივთიერებიდან იგი შეიძლება ლეპელენტურ ნივთიერებად მოგვევლინოს. სატყუარას დამზადებისას ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება მიეცეს მიმზიდველი სუნი. სატყუარებში არომატული ნივთიერებათა დამატება განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ჭერა ხდება ღამით ან არა საკმაო გამჭვირვალობის წყალში, როცა თევზის ორიენტირება საკვებზე, ძირითადად ყნოსვით ხდება. თევზები კარგად შეიგრძნობენ საკვების გემოს, განასხვავებენ ტკბილს, მწარეს, მჟავესა და მარილიანს. მაშასადამე, საჭიროა შევისწავლოთ თევზთა გემოვნება და გავითვალისწინოთ ეს სატყუარათა დამზადების დროს. სატყუარა მუდამ ახალი უნდა იყოს და არა დამჟავებული. კარგად აქვთ თევზებს განვითარებული შეხების ორგანოებიც. ამიტომაა., რომ ისინი მყისიერად გამოაგდებენ პირიდან სატყუარასთან ერთად წავლებულ ნემსკავს - ესმით რომ ის გარეშე საგანია და არა საკვები. მაგრამ ესჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ნემსკავის წვერი აუცილებლად უნდა იყოს დაფარული სატყუარათი. ყველაფერი დამოკიდებულია თევზს სახეობაზე, ჭერის პირობებსა და სატყუარაზე. თუ თქვენ სარგებლობთ რბილი, ნაზი სატყუარათი, უმჯობესია ნემსკავის წვერის დამალვა, ხოლო თუ უხეში, მაგარი სატყუარათი --ნემსკავის წვერი თავისუფაი უნდა იყოს, რომ თევზი საიმედოდ წამოეგოს ანკესზე. თევზები განახვავებენ საგანთა ფერსაც. ზოგიერთი თევზი, მაგალითად, ნაფოტა ამჯობინებს მწვანე ან თეთრი ფერის სატყუარებს, ქორჭილა და ზოგიერთი სხვა თევზი––წითელს და ასე შემდეგ. გვერდითი ხაზის ორგანოს დახმარებით თევზს შეუძლია ისეთი საკვების პოვნა, რომელიც წყლის რხევებს იწვევს. მოვიყვანოთ სხვადასხვა სახის მცენარეული სატყუარების გამოყენებისა და დამზადების აღწერა. პურეული – ხორბლის, ჭვავის, შვრიისა და ქერის მარცვლები ვარგისია სხვადასხვა კარპისებურ თევზზე, კერძოდ, კობრის, კაპარჭინას, იდის, ფარფლწითელას, ნაფოტას ანკესობის დროს. თავ-თავიდან აღებულ, ჭყინტ 2–3 ცალ მარცვალს პირდაპირ ანკესზე წამოაგებენ. ძველ, ხმელ მარცვლებს ჯერ გარეცხავენ, ხოლო შემდეგ დაალბობენ ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში 8–12 საათის განმავლობაში და ისე იყენებენ. უფრო ხანგრძლივი დალბობის დროს მარცვლები მჟავდება და უვარგისი ხდება. დაბერილ მარცვლებს ჩადებენ ქოთანში ან ქვაბში, ოდნავ მოასხაავენ წყალს და მოშუშავენ ღუმელში, ან ხარშავენ დაბალ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ მარცვლები დარბილდება, მაგრამ კანი მთელი დარჩება. ამის შემდეგ მარცვკლებს გაავლებენ ცივ წყალში და პატარა, წვრილ, ნემსკავს წამოაცვავენ 1––3 ცალ მარცვალს. ამასთან ნემსკავი შეყავთ კანქვეშ და მის წვერს ოდნავ გამოყოფენ გარეთ. ბარდა კარგი სატყუარაა კობრის, კაპარჭინას, ქაშაპის, იდის დასაჭერად. სატყარასათვის ბარდას წინასწარ დააალბობენ, ხოლო შემდეგ მოხარშავენ. სატყუარად შეიძლება გამოვიყენოთ ასევე დაკონსერვებული ბარდაც. სტაფილო მოხარშული ფორმით, ძირითადად გამოიყენება ნაფოტაზე თევზაობისას. კარტოფილი კანგაუცლელად იხარშება მარილწყალში, სატყუარასთვის მას ჭრიან პატარ-პატარა კუბიკებად.
tevzaoba-თევზაობა
:avto gabadze
სატყუარები
თევზები საკვებს ეძებენ გრძნობათა ორგანოების - ყნოსვის, გემოვნების, შეხების, მხედველობისა და გვერდითი ხაზის ორგანოს საშუალებით.
ყნოსვის ორგანო თევზებს ძალზედ განვითარებული აქვთ. ასე მაგალითად, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტ გ. ვ. ნიკოლსკის თანახმად გველთევზა სპირტის სუნს იგრძნობს თუ მისი ერთ გრამი განზავებულია 3500კმ3; კარჩხანა ნიტრობენზოლის სუნს აღიქვამს თუ მისი კონცენტრაცია შეადგენს ერთ გრამს 100კმ3 წყალზე. ამის გა,მო სატყუარებში სურნოლოვანი ნივთიერებანი უნდა დაემატოს ძალზედ ცოტა რაოდენობით, ვინაიდან ატრაკტანტულ ნივთიერებიდან იგი შეიძლება ლეპელენტურ ნივთიერებად მოგვევლინოს.
სატყუარას დამზადებისას ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება მიეცეს მიმზიდველი სუნი.
სატყუარებში არომატული ნივთიერებათა დამატება განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ჭერა ხდება ღამით ან არა საკმაო გამჭვირვალობის წყალში, როცა თევზის ორიენტირება საკვებზე, ძირითადად ყნოსვით ხდება.
თევზები კარგად შეიგრძნობენ საკვების გემოს, განასხვავებენ ტკბილს, მწარეს, მჟავესა და მარილიანს. მაშასადამე, საჭიროა შევისწავლოთ თევზთა გემოვნება და გავითვალისწინოთ ეს სატყუარათა დამზადების დროს. სატყუარა მუდამ ახალი უნდა იყოს და არა დამჟავებული.
კარგად აქვთ თევზებს განვითარებული შეხების ორგანოებიც. ამიტომაა., რომ ისინი მყისიერად გამოაგდებენ პირიდან სატყუარასთან ერთად წავლებულ ნემსკავს - ესმით რომ ის გარეშე საგანია და არა საკვები. მაგრამ ესჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ნემსკავის წვერი აუცილებლად უნდა იყოს დაფარული სატყუარათი. ყველაფერი დამოკიდებულია თევზს სახეობაზე, ჭერის პირობებსა და სატყუარაზე. თუ თქვენ სარგებლობთ რბილი, ნაზი სატყუარათი, უმჯობესია ნემსკავის წვერის დამალვა, ხოლო თუ უხეში, მაგარი სატყუარათი --ნემსკავის წვერი თავისუფაი უნდა იყოს, რომ თევზი საიმედოდ წამოეგოს ანკესზე.
თევზები განახვავებენ საგანთა ფერსაც. ზოგიერთი თევზი, მაგალითად, ნაფოტა ამჯობინებს მწვანე ან თეთრი ფერის სატყუარებს, ქორჭილა და ზოგიერთი სხვა თევზი––წითელს და ასე შემდეგ.
გვერდითი ხაზის ორგანოს დახმარებით თევზს შეუძლია ისეთი საკვების პოვნა, რომელიც წყლის რხევებს იწვევს.
მოვიყვანოთ სხვადასხვა სახის მცენარეული სატყუარების გამოყენებისა და დამზადების აღწერა.
პურეული – ხორბლის, ჭვავის, შვრიისა და ქერის მარცვლები ვარგისია სხვადასხვა კარპისებურ თევზზე, კერძოდ, კობრის, კაპარჭინას, იდის, ფარფლწითელას, ნაფოტას ანკესობის დროს.
თავ-თავიდან აღებულ, ჭყინტ 2–3 ცალ მარცვალს პირდაპირ ანკესზე წამოაგებენ. ძველ, ხმელ მარცვლებს ჯერ გარეცხავენ, ხოლო შემდეგ დაალბობენ ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში 8–12 საათის განმავლობაში და ისე იყენებენ. უფრო ხანგრძლივი დალბობის დროს მარცვლები მჟავდება და უვარგისი ხდება. დაბერილ მარცვლებს ჩადებენ ქოთანში ან ქვაბში, ოდნავ მოასხაავენ წყალს და მოშუშავენ ღუმელში, ან ხარშავენ დაბალ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ მარცვლები დარბილდება, მაგრამ კანი მთელი დარჩება.
ამის შემდეგ მარცვკლებს გაავლებენ ცივ წყალში და პატარა, წვრილ, ნემსკავს წამოაცვავენ 1––3 ცალ მარცვალს. ამასთან ნემსკავი შეყავთ კანქვეშ და მის წვერს ოდნავ გამოყოფენ გარეთ.
ბარდა კარგი სატყუარაა კობრის, კაპარჭინას, ქაშაპის, იდის დასაჭერად. სატყარასათვის ბარდას წინასწარ დააალბობენ, ხოლო შემდეგ მოხარშავენ. სატყუარად შეიძლება გამოვიყენოთ ასევე დაკონსერვებული ბარდაც.
სტაფილო მოხარშული ფორმით, ძირითადად გამოიყენება ნაფოტაზე თევზაობისას.
კარტოფილი კანგაუცლელად იხარშება მარილწყალში, სატყუარასთვის მას ჭრიან პატარ-პატარა კუბიკებად.