29 сен 2013

პრეზერვატივი წარმოადგენს ბარიერულ კონტრაცეპტულ საშუალებას.

ამცირებს, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ასევე არასასურველი ორსულობების რიცხვს. პრეზერვატივი იწარმოება უმეტესად მამაკაცისთვის, არსებობს ქალებისაც. ამ სტატიაში მამკაცის პრეზერვატივი იქნება განხილული. პრეზერვატივები უმეტესად ლატექსისგან მზადდება თუმცა არსებობს პოლისოპრინის, პოლიურეთანის, თხის/ცხვრის ნაწლავებით დამზადებული პრეზერვატივები. ქალის პრეზერვატივები უმეტესად ნიტრილისგან მზადდება. პრეზერვატივის უპირატესობებია: სიიაფე, ეფექტურობა, სქესობრივი ინფექციებისგან ინფიცირების პრევენცია. არასასურველი ორსულობებისგან პრევენციის მხრივ პრეზერვატივს გააჩნია 98 % -იანი დაცვა (სრულყოფილი გამოყენებისას), ხოლო ტიპიური გამოყენებისას მისი ეფექტურობა დაახლოებით 85 % -ია.
პრეზერვატივები განსხვავებულია ფორმებით, ფერებით, არომატით, ზომით, შემადგენლობით, დანამატებით, ლუბრიკაციით და ა.შ.
ძირითადად სამი სახის პრეზერვატივები გვხვდება ზომების მიხედვით სტანდარტული ზომა, ე.წ. snugger – რომელიც S ზომის ექვივალენტია (ანუ პატარა), L – დიდი ზომის პრეზერვატივი.
snugger (პატარა )პრეზერვატივის ზომებია: სიგრძე 17 -18სმ (არსებობს 17 სმ-ზე უფრო პატარა ზომისებიც.) სიგანე: 5 სმ და ნაკლები.
სტანდარტული: 18,5 – 19,8 სმ / 5 – 5,38
დიდი ზომა – 20 სმ და მეტი. / მეტი 5,38 -ზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კაცების პენისის სიგრძე მკვეთრად ვარირებს (10-22 სმ), საშუალო სიგრძე 14-16სმ. კაცების 50 % -ს სტანდარტული ზომის პრეზერვატივი არ ერგება, ან ძალიან მჭიდროს აქვს, ან ძალიან თავისუფლად. ამიტომ ხდება საჭირო მისი ზომების მიხედვით გამოყენება. პრეზერვატივის გამოყენებისას სიგრძის მხრივ თითქმის პრობლემები არასდროს არ იქმნება. უმეტესად სიგანე განსაზღვრავს პრეზერვატივის მოხმარების ეფექტურობას. პატარა ზომის პრეზერვატივების მაგალითებია: LifeStyles Snugger Fit; Iron Grip Snugger Fit ; ქართულ ბაზარზე უმეტესად წარმოდგენილია სტანდარტული ზომის პრეზერვატივები, ხოლო დიდი ზომების მაგალითს წარმოადგენს: Trojan Natural Lamb (რომლის სიგრძე 20 სმ , ია სიგანე 6,8 სმ. გამორჩეულია იმით, რომ დამზადებულია თხის ნაწლავისგან. ასევე Vivid Large; Trustex Extra Large; ONE The Legend ; Durex XXL; Kimono MicroThin Large და სხვა.

პრეზერვატივი წარმოადგენს ბარიერულ კონტრაცეპტულ საშუალებას. - 565133979143

Комментарии