16 мар 2014

Nawili 2

ფანტაზიის ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი, თუმცა ის რაც ახლა ხდება... ეს ცოტა ზედმეტიცაა ჩემთვის, მეტისმეტად ადვილად ვექცევი შთაბეჭდილებების ქვეშ და ძალიან მოქმედებს მერე ყველაფერი ჩემზე. არ შემეშინდა, ადრენალინმა გული ამიჩქარა, წარმოვიდგინე რომ ფილმია...
-ნინა, ნინა რა ხდება-გიოს ჩემსავით თავბრუ არ დაახვია ადრენალინმა, ის ცივ გონებას ინარჩუნებს, ნუ როგორც ყოველთვის. იდეალური წყვილი ვართ იმიტომ, რომ ერთმანეთს იდეალურად ვავსებთ. მე ვარ ფანტაზიორი, ის რეალისტი... მე მიყვარს ცხოვრება, მისი აზრით კი ცხოვრება არარაობაა... მე მჯერა მეგობრობის, მისი აზრით კი ადამიანების 99_მა პროცენტმა მეგობრობა არ იცის, მე მიყვარს მთელი სამყარო, მისი აზრით კი დედამიწა განსაწმენდელია...
ხშირად ვფიქრობ თუ რატომ ვარ მასთან... ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ვარდისფერი სათვალე მომხსნას და რეალობა დამანახოს. მე სიცოცხლეს ისე ვუყურებ, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია, არაფერზე ვამბობ უარს, გართობა, რაღაც ახლის სწავლა თუ თავგადასავლები, ის კი ჯერ 100ჯერ ზომავს და მერე ჭრის. ხშირად ვეუბნები, რომ სანამ ის 100ჯერ გაზომავს ერთხელაც ვიღაც გადაუჭრის მნიშვნელოვან ძაფს და ეს გულს ატკენს, მაგრამ არ მისმენს... მაღიზიანებს მისი რეალიზმი, მაგრამ თავად მიზიდავს, მაგნიტივით. არის მასში ის მამაკაცურობა რაც მე მჭირდება, ის სიძლიერე და სიამაყე რაც ჩემს კაცს უნდა ჰქონდეს, მასთან თავს დაცულად ვგრძნობ, ის ჩემი სამყაროს ცენტრია და მის გარშემო ბრუნავს გალაქტიკა... ალბათ ამიტომ ვარ მასთან.
მაგრამ ამავე დროს ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისათვის, დიდხანს გაგრძელდება ეს ასე მე ხომ ყველაფერი მალევე მბეზრდება. რა იქნება ისიც თუ მომბეზრდება ნანამ, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა:
-ნინა შენ თუ დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა, გულის სიღრმეში არ გყვარებია. თუ დაუშვებ იმ აზრს, რომ ოდესმე მიატოვებ... მოკლედ ამას მალევე მიხვდები.
ამის მერე დიდხანს ვფიქრობდი, ავწონ-დავწონე ჩემი მისდამი დამოკიდებულება და გადავწყვიტე რომ მინდა მასთან ერთად გავატარო ცხოვრების თითოეული წამი, თუმცა ეს ჯერ მისთვის არ მიცნობებია, თუ გავაღწიე ამ ადგილიდან ოდესმე, აუცილებლად ვეტყვი.
-ფანტაზია არაფერ შუაშია გიო.- მე ბაჩოს ხელი მოვკიდე და ოპერატორის მაგიდის უკან დავიმალე. ამასობაში მძარცველებმა მძევლები იატაკზე წრეში დასვეს, რათა ყველა თვალთახედვის არეში ჰყოლოდათ. მეორე სართულიდანაც ყველა ჩამოიყვანეს. ხალხი შეშინებული იყო და ხმა ამოუღებლად ემორჩილებოდნენ იარაღიან მძარცველებს.
-სასწრაფოდ ჩემს ფეხებთან დაყარეთ თქვენი მობილურები,- იყვირა ერთ-ერთმა რომელიც ბოლო შემოვიდა, აშკარად ის იყო მეთაური. გაისმა ხმა, ყველამ სათითაოდ გადააგდო მობილური. სასაცილო სანახავი იყო, ზოგი როგორ სწრაფად აგდებდა, ზოგი კი ვერ ელეოდა საყვარელ აქსესუარს.
-გიო მე და ბაჩო, გამოკითხვა არ დაიწყო, ეხლა გავიცანი, მაგიდის უკან ვიმალებით, თუმცა ყველაფერს ვხედავ.- დუმილით მიპასუხა, ამიტომ განვაგრძე,- როგორც გითხარი ექიმის ფორმები აცვიათ, ქალი სალაროდან იღებს ფულს. ერთ-ერთმა ბანკის მმართველი დაიჭირა და ყელიდან გასაღები ჩამოგლიჯა. სადღაც წავიდა და ვეღარ ვხედავ. ჯანდაბა.
-რა მოხდა
-ვეღარ ვხედავ ერთს.
-კარგი, ნინა მისმინე, რამდენნი არიან
-სამნი.- უეცრად ვიღაცამ რაღაც ცივი მომადო კეფაზე. შესანიშნავია ნინა.- მინდოდა მეთქვა, ოთხნი.
-ანუ შენ ხარ ყველას დედა ტერეზა- გავიგე უხეში და დამცინავი ხმა. მერე მობილური გამომართვა,- ბოდიში შენი დაქალი ვერ დაგელაპარაკება, დაკავებულია.
...- გიორგიმ რაღაც უთხრა, ვერ გავიგე რა, თუმცა ექიმმა შუბლი შეჭმუხნა.
-შენ რა პოლიციელი ხარ- თვალებში ჩამხედა,- შენ რა პოლიციაში დარეკე
-როდესაც შემოხვედით უკვე ვლაპარაკობდით,- დაჩაგრული კნუტის თვალებით შევხედე და უდანაშაულოდ ავახამხამე წამწამები.
გიორგი რაღაცას ეუბნებოდა, თუმცა არ მესმოდა რას და ეს მაბრაზებდა. ამ დროს მძარცველი დაიხარა და ახლოს მოიწია ჩემთან:
-თუ წავედი ეხლა პირობას მაძლევ რომ არ მომძებნი?
-მე არ ვეძებ, მე ვნადირობ და დამიჯერე, ეს შენ არ მოგეწონება,- გავიგე გიორგის ხმა და გული სიამაყით ამევსო, ისე მესიამოვნა, რომ წამით სუნთქვაც კი შემეკრა.- წადით ეხლავე და უბრალოდ გახსენებენ ტელევიზორში ამინდის პროგნოზამდე.- საოცრად მამაკაცური ხმა ჰქონდა გიოს, მამაკაცური და მბრძანებლური, ნამდვილი ლიდერის.
-ბოდიში მაგრამ პირველ გვერდზე მინდა მოხვედრა,- უთხრა ექიმმა და მობილური გათიშა.- თქვენ კი წამომყევით,- გვიბრძანა მე და ბაჩოს, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა. ჩვენც წამოვდექით და დანარჩენ მძევლებს შევუერთდით.
-ექიმო ჰაუს, ექიმო შეპარდ, პოლიცია იმაზე ადრე მოვა ვიდრე გვეგონა,- დაიძახა მან. ამ სახელების გაგონებაზე სიცილი ამიტყდა. რას, რას და იუმორის გრძნობას ვერ დაუკარგავ.
-ექიმო სლოუნ წავედით,- დაიყვირა ქალმა,- კამერები გამორთულია.
ამ დროს გარედან ვერტმფრენის ხმა გაისმა, ამას პოლიციის სირენების ხმა მოჰყვა. ბანკს ალყაში აქცევდნენ.
-კოლეგებო, პოლიცია გვეახლა, ამისათვის მზად ვიყავით. ძვირფასო დამსწრე საზოგადოებავ,- მოგვმართა მერე ჩვენ,- როგორც სჩანს მალე ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს.
მე ინსტინქტურად ბაჩოს ჩავკიდე ხელი და თვალები დავხუჭე. იმედია ასე ბედნიერად დაწყებული დღე ჩემთვის ბოლო არ აღმოჩნდება. მე ხომ ჯერ გიორგისთვის ისიც არ მითქვამს რომ მიყვარს.
-კარგად მისმინეთ,- დაიწყო იმან, ვისაც ექიმი ჰაუსი უწოდეს,- გაინძრევით გესვრით. გასაგებია- ნათლად ახსნა ყველაფერი და ყველამ კარგად გაიგო რა თქმა უნდა. ხმა არავის ამოუღია. თვალი მოვავლე მძევლებს. პირველი თვალში ფეხმძმე გოგონა მომხვდა, მერე რამდენიმე პენსიონერი და ორი შეშინებული მოზარდი.
-დაჭრილი ხომ არ ხართ რომელიმე-ვიკითხე ხმადაბლა. ყველამ თავი გააქნია.- მოდუნდით და მათი მითითებები შეასრულეთ. ჩვენ ამას შევძლებთ. პოლიცია დაგვეხმარება და გაგვიყვანს აქედან.
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა. ჩვენმა ექიმმა სლოუნმა უპასუხა.
-აჰ, კიდევ შენი პირველ გვერდს ამზადებ ჩემთვის
-...,- მაღიზიანებდა ის, რომ გიოს ხმა მას ესმოდა და მე არა.
-შეგიძლია ექიმი სლოუნი დამიძახო,- წარმოვიდგინე როგორ ჩაეცინა გიოს, მას არ ესმოდა ჩემი გატაცება ?’გრეის ანატომიით’’, თუმცა მაინც უყურებდა.
-...
-კარგი რა რა პოლიციელივით ლაპარაკობ,- დასცინა ექიმმა,- ეგ სქემა იდიოტებისთვისაა. ეხლა უნდა დამამშვიდო, დაამყარო კავშირი ჩემთან და მიიღო ინფორმაცია იცოდე მომატყუებ და მძევლებს დავხოცავ. ჩემს გაცურებას გადაწყვეტ და მძევლებს დავხოცავ. ბანკს შტურმით აიღებთ და მძევლებს დავხოცავ. არ დაგავიწყდეს, შენი გოგოთი დავიწყებ.- თქვა, თვალი ჩამიკრა და ტელეფონი გათიშა. წარმოვიდგინე როგორ გაცეცხლდებოდა გიო და რა სიტყვებით შეამკობდა ექიმს. ჩამეცინა.
ჩუმად ვაკვირდებოდი ვინ რას აკეთებდა. ექიმი ჰაუსი ჩანთებში ანაწილებდა სალაროდან აღებულ ფულს. ქალი, რომლის მეტსახელიც ჯერ არ ვიცოდით იარაღით ხელში წინ და უკან დადიოდა და გვითვალთვალებდა, ორნი კი რკინის კარში შევიდნენ.
-შენი ბრალია ყველაფერი,- თქვა ახალგაზრდა ბიჭმა და მე შემომხედა.- ამან გამოიძახა პოლიცია.- უთხრა დანარჩენებს,- დავინახე. ამას რომ გმირობა არ დაეწყო ფულს აიღებდნენ და წავიდოდნენ, ჩვენც დაგვანებებდნენ თავს.
-პოლიცია მაინც მოვიდოდა,- დამიცვა ფეხმძიმემ,- მძარცველებმა სალაროდან ბოლო კუპიურაც ამოიღეს.
-ამის მერე ავტომატურად ირთვება სიგნალიზაცია სათავო ოფისში. ასე რომ დამშვიდი, არავინ არის დამნაშავე,- გააჩერა მმართველმა ახალგაზრდა.
-ნათია,- მის ბეიჯიკზე ამოვიკითხე სახელი,- რომელ თვეში ხარი
-32ე კვირაა, მერვეს ვამთავრებ.
-როგორ შეიძლება ფეხმძიმის მძევლად აყვანა, თქვენ მაინც გაგიშვან,- ჩაერია ერთ-ერთი პენსიონერი.
-ბებია არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ჩვენ აქედან ვერ გავალთ, ვერც ერთი. ასეთი რამ კინოში მაქვს ნანახი.- თქვა ერთ-ერთმა მოზარდმა.
-არავინ არ მოკვდება, ყველაფერი კარგად იქნება.- ვცადე ხალხის დამშვიდება,- ჩემი საქმრო პოლიციელია. ის ეხლა გარეთ დგას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ გაგვიყვანოს აქედან ცოცხლები. და ის ამას მოახერხებს, ზუსტად ვიცი,- გავუღიმე დასამშვიდებლად ყველას. ამ დროს ექიმი სლოუნი გამოვიდა და ჰაუსს გასაღები გადასცა.
-უკაცრავად,- მივმართე მმართველს,- ამ კარის უკან რა არის-რკინის კარზე ვანიშნე.
-საპირფარეშო, დაცვის ოთახი, დასასვენებელი ოთახი და საცავი.
-ერთ-ერთმა გასაღები ჩამოგგლიჯათ კისრიდან, რა გასაღები იყო
-ამ გასაღებით ირთვება საბანკო ყუთების დაცვა.
-აქ რაღაც ისე ვერ არის, რატომ დადიან ეს ექიმები იქ, თუ ზემოთ ხელუხლებელი საბანკო საცავია უამრავი ფულით...

Nawili 2 - 557298248163

Комментарии

Комментариев нет.