საჰარა თავის ნამდვილ სახეს ჩადრმოხდილი ქალივით უშურველად მაჩვენებდა.

ყველაფერი ძალზე ნატიფად იყო მიხატული დედამიწაზე. უდაბნოს თეთრი და უდაბნოს ყვითელი - ყველაზე ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა, დიუნების მოხაზულობა, ყველაზე ნარნარ ხაზებად, მათ კალთებზე შლილი ქვიშის მომცრო ტალღები უნაზესი ლივლივით გადადიოდნენ ერთმანეთში და უსასრულობაში იკარგებოდნენ. ცისფერი ცა ლურჯდებოდა. საჰარას ქვიშისფერი მზე ჩემს წინ ეკიდა. სიხარულის და ბედნიერების განცდა ყელში ამომაჯდა.
უნებურად ცრემლები წამომივიდა, ბედნიერებისგან უხმოდ ვტიროდი.
ნაცნობ ჰორიზონტებს ზემოდან დავცქეროდი.
მე ახლა ახალი და უცნობი ჰორიზონტები მქონდა, ზეციდან დანახული ჰორიზონტები.
ქარი ჩემს სხეულზე სრიალებდა, ძალიან მსიამოვნებდა, მე ხომ სიცოცხლეში პირველად დავიჭირე ქარი.
მე ვხედავდი ნამდვილ საჰარას.
(ბედუინი.ნეფერტარი)

Комментарии

Комментариев нет.