Комментарии
- 4 мая 2012 23:56
არ დამელია,
დარდი და ფიქრი...
სახრჩობელაზე,
ფეხით ვკიდივარ...
ვერ დავივიწყე,
წარსულზე ვფიქრობ...
და წარსულივით...
სადღაც მივდივარ... - 16 мая 2012 10:11
თითქოს, თითქმის...
ზვიად კეჭაყმაძე
14.05.2012
სველ ქვიშაზე წევს,
სევდიანი დილა...
გარინდულა მზე,
შენს ფიქრებთან, მარტო...
ისე მიყვარხარ რომ,
არ გატკინო, ვფრთხილობ...
ნეტა, რატომ?
ჩემს სიყვარულს მუდამ
ვიყენებდი ფარად...
ღმერთს კი, მხოლოდ შენზე,
მხოლოდ შენთვის ვთხოვდი...
ოღონდ გამომიტყდი,
გიყვარვარ თუ არა...
გელოდები, როდის?
არაფერი გითქვამს,
მე კი, წამებს ვითვლი...
გენდობოდი უხმოდ,
გენდობოდი ბრმად...
როგორ მყვარებიხარ,
მხოლოდ ახლა მივხვდი...
რად წახვედი, რად?
მელოდიას უკრავს,
სველ ქვიშაზე, წვიმა...
სიყვარულის მჯერა,
სხვას არაფერს ვითხოვ...
ცრემლით გაბერილა,
საოცარი დილა...
მეფერება, თითქოს...
უცნაური წვიმა,
მეხეთქება, ციდან...
აღარ მესმის ზღვის და
არც ლექსების, რითმის...
გაილია წლები...
ისევ შენთან მინდა...
თითქოს,
მაინც თითქმის...
----------------------
www.zviad.runet.ge - 21 июн 2012 09:26
ეს მინდოდა, მეთქვა
20.06.2012
როგორ მიყვარხარ, იცი?
მინდა დილამდე გკოცნო...
უკვე,
წლებია გიცდი...
უკვე,
წლებია ვმორცხვობ...
შენით,
იწყება დილა
შენით იწყება,
ღამე...
მე შენთან ყოფნას ვცდილობ
და დღეებს ვუთვლი წამებს...
არ შემიძლია წასვლა
და დავიწყება ყოვლის...
შენ მენატრები,
ახლა...
როგორც,
ზაფხულში თოვლი...
დღეებს დღეებზე ვიცვლი...
წლები,
თმასავით მცვივა...
როგორ მინდიხარ, იცი?
როგორც,
ზაფხულში წვიმა...
ვერც იმას ავხსნი,
როგორ...
ვერც იმას ვიტყვი,
რატომ...
ცხოვრებასავით ვბორგავ
უშენოდ ვარ და მარტო...
ვერ შემაშინებს სიცხით
მობეზრებული დაღლა...
როგორ მიყვარხარ,
იცი?
როგორ მაკლიხარ,
ახლა...
შენა ხარ ჩემი გული...
ჩემი სიცოცხლის ფეთქვა...
წლებია,
ამას ვფიქრობ...
და
ეს მინდოდა, მეთქვა...
- 30 июн 2012 20:53
სევდისფერი ლექსი...
28.06.2012
ჩემი ცხოვრება წლებმა გათელა...
და მაინც,
ისევ შენთან მოვსულვარ...
ვერ გაგიბედე ფიქრის გამხელა...
და ისევ ჩუმად,
ჩემთვის ვლოცულობ...
ვიცი გაქცევით თავს ვერ ვუშველი...
ამიტომ მინდა,
ფიქრი გაგანდო...
უშენოდ დავრჩი სულმთლად შიშველი
და უშენობამ სულმთლად დამადნო...
ტიროდა ქარი, ღამის ქუჩებით...
გული გელოდა,
გული გნატრობდა...
კოცნას ვპარავდით ერთურთს ტუჩებით...
გახსოვს? და მერე ღამე გვათრობდა...
არ ვიცი, ამ გულს რითი ვუშველო...
ჩემი ცხოვრება
- წლებმა გათელა...
არ შემძლებია თურმე უშენოდ
და სიყვარულის შენთვის გამხელა...
თვალებზე ხელებს ისევ ვიფარებ...
გული კი,
ისევ უშენოდ გოდებს...
შენს გარდა,
ვერვინ ვერ შევიყვარე...
სხვა სიყვარული არც მინდა მქონდეს...
და ღამე შენზე ფიქრებს ხატავდა...
თუმც,
სევდისფერი ლექსი მქონია...
შენ რომ წახვედი,
თითქოს გათავდა...
თითქოს უსულოდ დავრჩი, მგონია...
გარდასულ დღეებს ისევ მივტირი...
იმედის კოშკებს
- უკვე არ ვაწყობ...
ვიცი,
სულ მალე მოვა, სიკვდილი
და გულზე, ლექსებს ჩუმად დამაწყობს...
------------------
www.zviad.runet.ge - 10 июл 2012 10:05
zviad, madloba aseti leqsebistvis, dzalian kargebia da ertmanetze uketesebii
- 22 окт 2012 21:59
ზვიად კეჭაყმაძე / 17.10.2012
-----------------------
მე, პოეტურად სიკვდილი მინდა...
და მაინც,
უკან დავტოვებ წარსულს...
დღეებს, რომელიც ცრემლებად წვიმდა...
მე სიბერეში სიკვდილი არ მსურს,
მე პოეტურად სიკვდილი მინდა...
და თუკი,
სევდა ფიქრებად მოთოვს...
და გამახსნებს გზა – პირამიდას...
მაჩუქეთ – მეთქი – სიცოცხლე,
არ გთხოვთ...
მე პოეტურად დაგშორდეთ მინდა...
ჩემი დრო,
უკვე გავიდა, მორჩა...
და სევდაც, ბოლოს მე მერგო ხურდად...
მე არ მინდოდა უშენოდ მოცდა,
მე პოეტურად სიკვდილი მსურდა...
შემეგებება,
ფინიშზე გასულს...
წარსული? თურმე ცხოვრებად ღირდა...
მე სიბერემდე ლოდინი არ მსურს...
მე პოეტურად წავიდე მინდა...
რითმებში,
ახლაც დავეძებ წარსულს...
ლექსი და რითმა მუდმივად მჭირდა...
რაც იყო, იმის დაკარგვა არ მსურს...
მე პოეტურად დამკარგო, მინდა...
მინდა,
მუსიკა ცეკვავდეს ტანგოს...
მაღლა ცა ისევ, მორცხვობდეს წითლად...
დღემდე მე, მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ...
ლექსებთან ერთად სიკვდილი მინდა...
და მაინც,
ის რომ, გახსოვდეთ მინდა...
და როცა გრძნობებს ვეღარ გავამხელ...
მოდით და გულზე, მაპნიეთ მიწა
და ჩემს, ლექსებთან ერთად დამმარხეთ...
-----------------
www.zviad.runet.ge - 11 фев 2015 23:29ზვიად კეჭაყმაძე | www.zviad.runet.ge
-------------------------------------------------
არაფერი მომიგონია
10.02.2015
ჰაერი არ მყოფნის,
სულ
ბეწვზე ვკიდივარ...
დროც დაიღალა,
წარსულზე ფიქრით...
უკანასკნელი
კაცივით მივდივარ
შენგან და ისევ,
იმ წუთებს ვითვლი
როდესაც,
ერთად ვიყავით ორნი
და გამეტებით
თოვდა და თოვდა...
რომ სიყვარული იდგა
ჩვენს შორის
და გულიც
შენთან დარჩენას მთხოვდა...
მინდა წავშალო
წარსული ისე,
როგორც ზღვა წაშლის
ქვიშაზე ნაწერს...
რომ
არაფერი არ მავსებს ისე,
როგორც ცრემლები,
ანთებულ სანთელს...
და მაინც,
შენგან მივდივარ სადღაც...
დრო დამიმთავრდა,
ასე მგონია...
მინდა,
გახსოვდეს:
მიყვარხარ ახლაც
და არაფერი მომიგონია... - Комментарий удалён.
ზვიად კეჭაყმაძე - ლირიკა
:Zviad Kechakmadze
ჩემი ლექსები...