საყვარელი ლექსები...

Комментарии

  • 12 мая 2010 11:21


    ასეთ მონატრებას და დაბნეულ ფიქრებს როგორ სოდნიათ დაღლა,
    ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას ვერავინ დამიშლის ალბათ,
    მაგრამ რომ მოვიდე?რატომ მოვედითქო?! შენთან რა მინდათქო რა ვქნა?
    შენ რომ ვერ გაიგო ჩემი ტკივილები შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?
    უკან წასასვლელი გზები მოჭრილია სხვა გამოსავალი არ ჩანს,
    შენ უნდა გაიგო ჩემი ტკივილები ეს ერთი იმედიღა დამრჩა...


  • 13 мая 2010 15:18

    სადაც ვიქნები სულ მეყვარება,
    ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
    რაც მთავარია.. მემახსოვრება,
    ენა ! მამული ! სარწმუნოება !

    ჩემი ენა-ეს თვით მე ვარ,
    ჩემი ცით და ჩემი მიწით,
    მე ამ ენით ერს და მამულს
    ერთგულების მივეც ფიცი.

  • 14 мая 2010 12:23


    მივსდევ, მაგრამ ვეღარაფრით დავეწიე,
    ბედის ბორბალს უკუღმა რომ ტრიალებს,
    საიდუმლო სერობაზე დამეწვიე,
    როგორც ვხედავ სხვებმა დააგვიანეს.
    მე წავედი, წავედი და გაიხარე,
    ავუყვები მიტოვებულ ბილიკებს,
    დღეს დავრწმუნდი, რომ ყველაფრით დავიღალე,
    და ვიღაცა წარსულს გააქილიკებს.
    ვზივარ ახლა კაფეში და გელოდები,
    ცხელი ჩაი სურვილს ვეღარ მიოკებს,
    თუ არ მოხვალ არ ვიდარდო შევეცდები,
    გავალ ქარში ფიქრებს ავაწიოკებ.
    მკერდზე უცხო მედალიონს ვეპარები,
    გული ისევ ძველებურად ფრიალებს,
    გჭამ თვალებით, რავქნა ხომ არ გეკარები,
    კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს.
    იანვარი მძიმედ მიგაქვს ახლა მხრებით,
    და მდუმარედ ჩამოუვლი სადგურებს,
    მე სარკმლიდან დაწვრილებით შეგეხები,
    და სიცივე ვიცი გამანადგურებს.
    შეგნიშნე და ვერ გადავდგი ნაბიჯები,
    ხესთან ვდგავარ და იქიდან გიყურებ,
    და ჩემსავით სხვაც თუ გხედავს გავგიჟდები,
    ჩემი მზერა მოდი შემოიხურე.
    წახვედი  და ვეღარაფრით დაგეწიე,
    სურვილებმა წუხელ გადამიარეს,
    მარტო ვარ და სულ ცოტა ხნით დამეწვიე,
    მოგონება კარუსელთან ტრიალებს.

  • 16 мая 2010 18:33


    როცა გგონია ცრემლი სდის მაშინ
    საერთოდ არ სტირის
    როცა ამინდი მზიანობს ,თვალებს ირეკლავს
    ტბებიდან...
    ციცინათელებს როცა ხსნის ცხრაპირ დაწნული
    თმებიდან...
    მზერას რომ ატანს მთის კალთას,არწივებთან და
    ჯიხვებთან
    როცა მარტოა სევდასთან,მოგონებასთან,ფიქრებთან...
    ნუ მოსთხოვ იმდენს ,რომ მერე დუმილის იქცეს ზიარად
    ქალია,უნდა გახსოვდეს
    ისე ძლიერიც კი-არა,რომ
    მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით
    ხელი გეჭირა?...გაგიშვა?
    შენ არ გაუშვა-გაგიჟდი?!
    ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს
    თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება,
    აგკრიფავს...
    აიტან?-უნდა გიყვარდეს...უნდა გიყვარდეს ძალიან...
    რადგან უბრალოდ სუსტი და...
    მაინც ლამაზი ქალია!

  • 16 мая 2010 19:05


    ქალი სიყვარულის სიმბოლოა,

    მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი.

    ქალი ოცნება და ფიქრებია,

    ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი.

    ქალი სითბოა და ალერსია,

    ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი.

    ქალი გაზაფხულის პირმშოა და

    მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი.

    ქალი ტურფააა და ტანწერწეტა

    როგორც ალვების ხე აშოლტილი.

    ქალი აპრილების იაა და

    ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი.

    ქალი რბილია და სათუთია,

    კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი.

    ქალი მათრობელა ღვინოა და

    ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი.

  • 17 мая 2010 11:00


    ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
    უნავსაყუდელო სანაპიროვ,
    სულში ჩაღვრილი ხვაშიადის,
    ზღვაო, ოკეანევ უნაპიროვ.
    ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
    ჩემო კვირტგაშლილო გაზაფხულო,
    ჩემო ტკივილო და მონატრებავ,
    ჩემო ტკივილების მოძახილო...
    ჩემო ნაადრევო შემოდგომავ,
    ჩემო დათოვლილო გაზაფხულო,
    ჩემო კივილამდე მონატრებავ,
    ჩემო სიყვარულის სიყვარულო


  • 17 мая 2010 22:42

    ფანჯრის მინას ქარ-წვიმები ეკვრებიან,

    და დარჩება მალე მხოლოდ ნაკვალევი,

    ძირნაყარი იმედები აირია,

    აირია ამინდებიც....

    ქარ-წვიმები დიდი სევდის საწყისია,

    ვით შეხვედრა სიყვარულის დასაწყისი,

    დღეს ეს გული წვიმით სავსე გზებს თან მიაქვს,

    ჩემი არა,-უცხო გზები შენი არის....

    ფანჯრის მინას ქარ-წვიმები ეკვრებიან,

    აირია იმედებიც,ამინდებიც..


  • 18 мая 2010 22:08


    შენი თვალების, თმების, ტუჩების ერთობლიობა
    ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,

    შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
    ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.

    გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
    და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
    ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
    როგორც მიყვარხარ, ისე გიყვარდე, ძალიან მინდა.

  • 23 мая 2010 14:41


    ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები
    ყველაფერს შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია...
    შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
    მაგრამ არაუშავს მიპატიებია...
    აღარც ძილი მინდა შენგან გადარეულს
    ჩემმა ღამმის თევამ შენთან გაათია
    ღალატი ძნელია მაგრამ არაუშავს...
    მაინც მიყვარხარ და მიპატიებია

    (F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)

  • 23 мая 2010 21:43

    ,,წვიმს . . . __
    ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
    ისე არავის ტოვებს ტიალი...
    მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __
    დრო სიყვარულის და ხეტიალის.
    დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
    დრო, როცა მღერის თხმელის
    ტოტებიც . . .
    თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
    ისევ მარტო ვარ
    და. . .

    გ ე ლ ო დ ე ბ ი .."

  • 25 мая 2010 21:38

    მე მეგობარი შენისთანა ჯერ არ მყოლია,

    შენმა სიკეთემ სიკეთისთვის ამიყოლია,

    ვეღარ გშორდები როგორც

    შავ ზღვას თეთრი თოლია,

    ნუ მიმატოვებ!

    ეს მე სხვისთვის არ მითხოვია!

  • 26 мая 2010 21:06


    გინდა ღიმილის დაფარვა, ტუჩის კუთხეში მალავ,
    ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა მოასწარ ნუკრისთვალავ,

    ზღაპრიდან გამოპარულო, ზაფრის დამცემო ძალავ,
    ტრფიალის ალის მამდებო, ბრიალა ნაპერწკალავ,
    ისეთი შუქით ამავსე, ისე მჩხიბავ და მთვალავ,
    აგრე უღმერთოდ ლამაზი რამ გაგაჩინა ქალავ…!!!  

    21:02

  • 30 мая 2010 15:18


    ისევ, მომენატრე რატომღაც…
    ბოლოს მიყვარხარო, მითხარი…
    თურმე, ეს ყოფილა გართობა…
    მაშინ ვერაფერი გითხარი…

    ისევ, მომენატრე რატომღაც…
    სევდას უშენობა ათოვდა,
    სევდა უშენობით დაქროდა…
    თურმე, იმედები არ ქონდა…

    ისევ, მომენატრე რატომღაც.
    ისევ, ამეშალნენ ფიქრები…
    ისევ, უიმედოდ გათოვდა.
    ისევ, გამებუტნენ ფიფქები…

    ისევ, მომენატე რატომღაც…
    ფიქრი იმედებზე გათხოვდა…
    ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა…
    ისევ, უშენობა მაფრთხობდა…

    თურმე, არ ყოფილა გართობა…
    როცა ვერაფერი გითხარი…
    თავი მომანატრე რატომღაც…
    მაინც მიყვარხარო მითხარი…


  • 2 июн 2010 17:46


    ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
    სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
    წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
    და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს...
    უცნაურ ქალაქში დავდივარ,
    დავდივარ და ჩუმად დაგეძებ,
    სევდიან ქუჩებში საირულს
    ვეჩვევი და თვალებს ვაცეცებ...
    მერე დრო გახდება ეული,
    ფიქრში ჩამოცხება აგვისტოც,
    სიყვარულს არ უნდა თამაში,
    თვალებს მზის სხივებიც გაგითბობს...
    ზღვისპირა კაფეში სიარულს
    ვეჩვევი, ისე ვით სიგარას,
    შენს სახეს ტალღებში დავეძებ
    და ნაპოვნს სილაში დავმალავ...
    ზღვის ტალღებს წავართვი ხმაური,
    სილაში ვიპოვე სიმშვიდე,
    წყლის ქაფი სიყვარულს მახსენებს
    და მეც კვლავ ვიხსენებ სიგიჟეს

  • 28 мар 2011 23:21

    სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,

    ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,

    სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს

    როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც

    სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება

    ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება

    გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს

    გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.

    სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,

    სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის,

    სიყვარული ძვირფასია გაფრთხილება უნდა,

    სიყვარული თუ გეწვია შენში რჩება მუდამ..