Комментарии

  • 23 ноя 2010 21:43

    კარგად გახსოვდეს ადამიანო.


    #u399e0e5c2cs#  მე გამიჭირდა,ამ ქვეყნად ყოფნა,
    და ვეღარ ვუძლებ ბედის სიმძიმეს,
    ასე მგონია,თითქოს ცხოვრებას,
    შემოეძარცვა მთელი სიწმინდე.

       ვფიქრობ და მინდა,გავუგო#u399e0e5c2cs#  ყველას,
       ვინც კაცია და არა კაცია,
       ზოგს შეუმოსავს ტანი სინდისით,
       ზოგს კი,პერანგიც აღარ აცვია,

    #u399e0e5c2cs# მაინც არ მესმის,რად იხარშება,
    ერთ ქვაბში,ავიც,ბოროტიც,მშვიდიც,
    ვინაც, არ უნდა შეცდეს არც ერთხელ,
    მოსდის შეცდომა ყველაზე დიდი.
     
       შენ რაც გაწუხებს,ან რამე გტკივა,#u399e0e5c2cs#
       ეცადე,ის სხვას არ აწყენინო,
       რად მიგითითო?,თვითონ გახსოვდეს,
    #u399e0e5c2cs# მე ,რატომ უნდა დამაწერინო?

    ვერ ვეგუები,ძლიერ მაწუხებს,
    უსამართლობა ,უკიდეგანო,
    ამ ქვეყნად, მხოლოდ ერთხელ მოვდივართ...
    კარგად გახსოვდეს ადამიანო.#u399e0e5c2cs#

  • 23 ноя 2010 21:45

    არ მომერიოს შენმა სიცივემ......


    შენი თვალების სარკემ არეკლა,
    #u343855b638s# ჩემს გულში,თბილი,ნაზი ფერები,
    შორიდან გიმზერ,შორიდან გეტრფი,
    შორიდან მოვალ,მოგეფერები.

    ნუ გაიკვირვებ ასე თუ მხიბლავ,
    ასე რომ მათბობ,არც ის იოცო....
    მე მზად ვარ,დავდნე შენი #u343855b638s# გულისთვს,
    მთელი ცხოვრება,შენთვის ვილოცო.

    შენ გაზფხულის ნაზი სიო ხარ,
    მე კიდევ #u343855b638s# ზღვაში გაშლილი აფრა,
    მომიალერსე და მომაშორე,
    გულს ჩაკირული წყეული ზაფრა.
    ფიქრებმა,დარდი გაინაპირა,
    დაშენი მზერა მეიმედება,
    #u343855b638s#   გულს მითბობს შენი ჩუმი ალერსი,
    შენი ღიმლი წამლდ მედება.

    მე დავიბადე ალბათ იმისთვის,
    მეზიდა შენი ტრფობის სიმძიმე,
    და ერთი ფიქრი მადარდებს მხოლოდ,
    არ მომერიოს შენმა სიცივემ.#u343855b638s#

  • 23 ноя 2010 21:52

    რა უცნაური ყოფილა......


    #u3a6b7d0780s# რა სიფრიფანა ყოფილა,
    ხიდი,რომელზეც გავდივარ
    მინდა გავუგო ცხოვრებას
    #u30e721b5ads# და,დაბნეული დავდივარ,
    კარგი ვქენ ,ავად გამიგეს#u3a6b7d0780s# ,
    ავისთვის?-ტაში მქუხარე,
    არ ვიცი ვილაპარაკო?
    ანდა,სულ ვიყო#u30e721b5ads#  მდუმარე.
    #u3a6b7d0780s# კარგს კარგი ვუთხარ შევაქე,
    დავგმე მდომელი ავისა,
    თავი არ შემირცხვენია,
    #u30e721b5ads# მოვრიდებივარ არვისა,
    სულ იმის ცდაში ვიყავი,#u3a6b7d0780s#
    გული არვისთვის მეტკინა,
    მოვფერებოდი მოძმეს და
    მტრისთვის ცრემლები#u30e721b5ads#  მედინა,
    #u3a6b7d0780s# მაგრამ,ცხოვრებამ მუხთალმა,
    სახე ნაოჭით მიღარა,
    ჩემი შექმნილი სიკეთე,
    #u30e721b5ads# სულ წყალში გადამიყარა#u3a6b7d0780s# ,
    რა უცნაური ყოფილა,
    თურმე ეს წუთისოფელი,
    ვეღარ გავიდე ვინა ვარ,
    #u3a6b7d0780s# ავი თუ ? ავის #u30e721b5ads# მგმობელი.

  • 23 ноя 2010 21:57

    ნუ გამაჩუმებ....

    #u34f6e4fc75s# სუყველა ჩემი სისხლის წვეთია,
    რაც კი კიაფობს,ბალახზე ნამი
    ამ ქვეყანაზე ,უშენოდ ყოფნა,
    არ მინდა, არა,არც ერთი წამი#u34f6e4fc75s# .
     ლამაზ ოცნებებს,დავყვები ველად
    და გრილი სიო,მესალბუნება,
    #u34f6e4fc75s# დამიგდე ყური,ჩემი ტუჩებით
    თვით,სიყვარული გესაუბრება.
    ნუ გამაჩუმებ,ყური მიუგდე,
    ჩურჩულით ნათქვამს,სიტყვას#u34f6e4fc75s#  მადლიანს,
    ჩემი ცრემლების კვალი რად უნდა,
    ისეც სველ ბალახს ,ისეც ნამიანს.
    #u34f6e4fc75s# ცაში დავფრინავ,შენზე ოცნებით,
    დავკრეფ ვარსკვლავებს,და შენ გაჩუქებ,
    მე თუ შენს გვერდით,ჩუმად ვილოცებ,
    გთხოვ საყვარელო,ნუ გამაჩუმებ#u34f6e4fc75s# .

  • 25 ноя 2010 12:41

    (K) (K) (F) (F) (F) (F) (F) (F) (F) (F) 

  • 26 ноя 2010 01:33

    მიტოვებული ოდა.....#u399e0e5c2cs# 


    #u29542cfbaes# დანგრეული ღობეები,
    და საფლობი ტალახი,
    მიტოვებულ ეზო-ყურეს
    მოსდებია ბალახი#u29542cfbaes# ,
    ცარიელი საქათმე და
    წაქცეული ნალია,
    #u29542cfbaes# ჩამი-ჩუმი რომ არ ისმის,
    ნეტა რისი ბრალია?
    აღარც კრიმანჭულია და,
    აღარც ხასანბეგურა#u29542cfbaes# ,
    გადატეხილ  თოხის ტარზე,
    მობუზულა ბეღურა,
    #u29542cfbaes# რას გარბიხართ ამ ქალაქში,
    ნეტა რა დაგრჩენიათ,
    რად ვერ ხედავთ,ლამაზ#u29542cfbaes#  ოდებს,
    ჩრჩილი რომ გასჩენიათ,
    მენანება სილამაზე,
    #u29542cfbaes# ჯაგნარად რომ ქცეულა,
    გლეხი კაცი საშოვარზე ,
    ქალაქს რომ გაქცეულა.#u29542cfbaes# 

  • 26 ноя 2010 01:40

    ჩემო თბილისო.


    #u2ef83ac389s# გადაყვავილდა ეს მთა#u2d3ef0722bs# ,ეს ველი,
    და მოიხატა მიწა ჩითებად,
    მოფრინდა ლაღი შავი მერცხალი,
    #u2d3ef0722bs# შეიფრთხიალეს,ჭრელმა ჩიტებმა#u2ef83ac389s# .
    გული აივსო,ზღვა სიყვარულით
    ჟუჟუნა წვიმა,ასველებს ბალახს,
    #u2ef83ac389s# წვიმის წვეთები,მარგალიტებად
    აუკინძია,ნაწვიმარ ქალაქს.#u2d3ef0722bs# 
    ლექსი რომ არ ვთქვა,არ შემიძლია
    რით დავიოქო,ეს გულის ფეთქვა,#u2ef83ac389s# 
    მე #u2d3ef0722bs# შენ მიყვარხარ,ჩემო თბილისო,
    ამაზე კარგი,რა უნდა მეთქვა.
    #u2ef83ac389s# ე მოვკვდი შენთვის..#u2d3ef0722bs# .და ისევ მოველ,
    ჩემო ქალაქო,შენდა საქებრად,
    ქიდევ რომ მოვკვდე,არ მენაღვლება
    #u2d3ef0722bs# ოღონდ ,წინ მედგას შენი ხატება #u2ef83ac389s# .

  • 8 дек 2010 23:38

    ვერ წამოგყევი....


    შენი ფესვები გეძახდა მაშინ,

    არ წასულიყავ,არ იქნებოდა,


    ჩვენ,ერთი რწმენა გვქონოდა იქნებ


    ან ერთი რჯული, რა იქნებოდა.


    ფიქრად მოსული,ლექსების მიღმა

    ვესათუთები შენს ლამაზ აჩრდილს,


    და თვალწინ მიდგას,შენი ხელები,


    საკუთარ გულს რომ,კანკალით მაწვდის.


    გულს გიტოვებო,ასე მითხარი

    და ვინახავდი,იმ გულს ფარულად,


    მაგრამ ,ის გრძნობა,ჩვენი,სათუთი,


    სიშორის მტვერით გადაფარულა.


    შენ სადღაც შორს ხარ,ძალიან შორს და...


    მე ვერ მოგწვდები,თუნდ ვიყო ქარი,


    დავიგვიანე ....დავიგვიანე....

    ჩვენს შორის ჩადგა,სულ უცხო ქალი.


    არ მავიწყდება,შენი თვალები...


    და შიგ ჩამდგარი,თხოვნა,სინაზე,


    მე ვერ გავბედე,ვერ წამოგყევი,


    დიდი ხნის ნანატრ,იმ შენს მიწაზე.

  • 7 авг 2012 23:30

    ჩემზე დაუწერიათ ეს ლექსი...
    ადგა და დაგვტოვა ორივე, მის მიწაზე დაბრუნდა...:-(:-(:-(