ემეტ დეილ მაკკარტის (კალენის) ბიოგრაფია ....

ემეტ დეილ მაკკარტი დაიბადა და გაიზარდა პატარა ქალაქ გეთლინგბურგში,ტენესიში დიდ შოტლანდიურ-ირლანდიურ ოჯახში.მას უყვარდა აზარტული თამაშები,სასმელი და ქალები.ემეტი მშობლების საყვარელი შვილი იყო.ის თავის უფროს ძმასთან ერთად რკინიგზაზე მუშაობდა გეთლინგბურგში.
იგი ვამპირად გადააქცია კარლაილ კალენმა 1935 წელს ორი წლის შემდეგ რაც როზალი ჰეილი გადაიქცა ვამპირად.როზალი მას შეხვდა ტენისი მთებში როცა შავი დათვი მის გაგლეჯვას ცდილობდა.ის თითქმის მოკვდა ამ შეტაკების შედეგად მაგრამ ის როზალიმ გადაარჩინა და 100 მილი გაიარა მასთან ერთად კარლაილისთვის რომ მიეყვანა.როზალიმ კარლაილს სთხოვა რომ ემეტი ვამპირად გადაექცია და უთხრა რომ თვითონ ვერ შეძლებდა ამას იმიტომ რომ ეშინოდა შემთხვევით არ შემოკვდომოდა.
ემეტმა ეს სცენა აღწერა და თქვა რომ ის ანგელოზმა გადაარჩინა,რომელმაც ღმერთთან მიიყვანა.მტკივნეული ტრანსფორმაციის შემდეგ კარლაილმა და როზალიმ ემეტს უთხრეს თუ რა მოხდა და რად გადაიქცა.ემეტმა ეს ამბავი კარგად მიიღო რასაც კალენები არ მოელოდნენ მან თქვა ჯოჯოხეთი არც ისე ცუდია თუ შენთან ერთად ანგელოზია.ემეტი ნერვიულობდა თავის ძველ ოჯახზე მაგრამ იცოდა რომ იქ დაბრუნება აღარ შეეძო.ასევე მას უჭირდა კალენების დიეტის დაცვა მან რამოდენიმეჯერ დაარღვია კიდეც ეს დიეტა,ეს შემთხვევები ედვარდის და ბელას შემთხევას გავდნენ ოღონდ ამ შემთხვევაში ემეტმა თავი ვერ შეიკავა.შემდგომში ემეტმა როზალი ჰეილი ცოლად მოიყვანა.
ემეტი ნიშნავს “ძლიერს” ინგლისურ და გერმანულ ენაზე,როგორც ეს კალენების ოჯახშია.ემეტი ფიქრობს რომ თუ ედვარდს არ ექნებოდა ფიქრების წაკითხვის ნიჭი ის მას ბრძოლაში დაამარცხებდა.ემეტი არის მაღალი,ზორბა და სკოლის სტუდენტებისთვის საშიში.ჯესიკა სტენლი მას ასე მოიხსენიებს “დიდი მუქთმიანი ბიჭი”.

Комментарии

Комментариев нет.