სანამ თვითონ სტატიის წერას დავიწყებ მოდი ვითამაშოთ პატარა თამაში. მე ჩავიფიქრე ფილმი, გეტყვით რამოდენიმე მინიშნებას და თქვენ გამოიცანით. პირველი მინიშნება – არის ძალიან პოპულარული წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი, მეორე – ფილმი არის ფანტასტიკური ჟანრის, სადაც თინეიჯერ გოგონას უყვარდება ზებუნებრივი არსება, მესამე – ეს ზებუნებრივი არსება არის დეპრესიული, სახე ავადმყოფურად თეთრი აქვს და მას ცოცხალი არ ეთქმის. მეოთხე – ფილმი გათვლილია თინეიჯერებზე. აბა, მიხვდით რა ფილმზეა საუბარი? არა ეს ბინდი არა არის…
სწორი პასუხია თბილი სხეულები (Warm Bodies), ალბათ უმეტესობას არ გსმენიათ მსგავსი წიგნის და მითუმეტეს ფილმის შესახებ, ამერიკაში კი წიგნის გამოსვლის დღიდან – 20011 წლის 26 აპრილიდან მუდმივად ბესთსელერების სიის სათავეშია, მისით უკვე ჰოლივუდშიც დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება. ეხლა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ფილმს გადაიღებს Summit Entertainment_ი, სწორედ ის კინოკომპანია, რომელმაც ბინდი გადაიღო, ფილმის შემქმნელები კი არიან ჯილიან ბერერი და ერიკ ფიგი, ეს სახელები ბინდის ერთგულმა ფანებმა ალბათ კარგად იციან, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ბინდის მიხედვით გადაღებული ფილმები არსებობს.
სანამ თვითონ ფილმის შინაარსზე გადავიდოდი რამოდენიმე სიტყვით ფილმის სამსახიობო ქასთს მიმოვიხილავ. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ულამაზესი ავსტრალიელი მსახიობი ტერეზა პალმერი (Teresa Palmer), რომელსაც ფანტასტიკურ თინეიჯერულ რომანსებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რადგან 2010 წელს მთავარი როლი ითამაშა ფილმში მე ვარ ნომერი ოთხი (I Am Number Four), ხოლო 2011 წელს ასევე მთავარი როლი მიიღო ფილმში ჯადოქრის მოწაფე (The Sorcerer’s Apprentice). ფილმში ასევე მთავარ როლს არულებს მსახიობი ნიკოსალ ჰულტი (Nicholas Hoult), აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც მას აქვს ნაკლები გამოცდილება ამ ჟანრის ფილმებში მონაწილეობის მიღების. 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ტიტანების შერკინებაში (Clash of the Titans), 2011_ში კი მხეცის როლი ითამაშა მეგაჰიტში X-ადამიანები: პირველი კლასი (X-Men: First Class). ფილმის ნამდვილი ღირსება კი არის ორგზის ოსკარზე ნომინირებული მსახიობი ჯონ მალკოვიჩი (John Malkovich), რომელსაც ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ექნება.
ეხლა კი შინაარსზე მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას: “ზომბებს უყვართ ხალხი, განსაკუთრებით მათი ტვინები. მაგრამ რ (ნიკოსალ ჰულტი) განსხავებულია, იმ ასობით მოხრიტინე და დორბლიანო ზომბისგან, რომლებიც მუდამ მსხვერპლს ეძებენ. თუმცა ამ უბედურებას გადარჩენილი ხალხი, შეიყვანეს კარგად დაცულ ქალაქში, სადაც ზომბები ვერ შედიან. ერთხელაც ფილმის მთავარი გმირი რ და მისი საუკეთესო მეგობარი მ გაემართნენ ქალაქში საჭმლის საშოვნელად. პირველად სწორედ მაშინ დაინახა რ_მა ჯული (ტერეზა პალმერი) – ულამაზესი ადამიანი. რ_მ გადაწყვიტა, რომ დაიცვას ის სხვა ზომბებისგან და მას თავის სახლში დამალავს, თავიდან ჯულის ეშინია მისი, თუმცა როცა დაინახავს, რომ რ იქცევა ადამიანივით, არ ჭამს ადამიანის ხორცს და ლაპარაკიც კი შეუძლია ჯული მიხვდება, რომ რ განსაკუთრებულია. გოგონა ხვდება, რომ რ_ს სახლში დიდ ხანს ვეღარ დაიმალება და დაბრუნდება დაცულ ქალაქში, რ_ს კი დატოვებს დამწუხრებულს. ამის შემდეგ რ გადაწყვეტს, რომ იმ ქალაქში შეაღწიოს. გაიმართება წელში, დაივარცხნის თმას, ჩაიცმევს კარგ ტანსაცმელს და გაემართება ქალაქისკენ, შიგნით შეაღწევს კიდეც და ყველაფერი თითქოს იდეალურად მიდის მანამ სანამ ჯულის მამა მის მოკვლას არ გადაწყვეტს.
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს ადამიანის შეცვლა, ის ეხება ახალგაზრდა ბიჭს, რომლსაც უყვარ გოგო… თან ისე, რომ მისთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სხეული და ბუნებრივი მოთხოვნილებები. ფილმის პრემიერის დღეს, 2012 წლის 10 აგვისტოს თქვენ კინოთეატრებში სიყვარულის თაბრუდამხვევ ისტორიას ნახავთ, რომელშიც შეზავებული იქნება დიდი რაოდენობით იუმორი და ძალიან საინტერესო სიუჟეტი.
ხოლო მათ ვისაც ინგლისური არ ესმით საჩუქარი ჩემგან

მოკლედ
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სიყვარულს ადამიანის შეცვლა, ის ეხება ახალგაზრდა ბიჭს, რომლსაც უყვარ გოგო… თან ისე, რომ მისთვის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სხეული და ბუნებრივი მოთხოვნილებები. ფილმის პრემიერის დღეს, 2012 წლის 10 აგვისტოს თქვენ კინოთეატრებში სიყვარულის თაბრუდამხვევ ისტორიას ნახავთ, რომელშიც შეზავებული იქნება დიდი რაოდენობით იუმორი და ძალიან საინტერესო სიუჟეტი.
sxvata shoris es wigni maq da binds jobia trilionjer