12 ноя 2010

Sikvdils rom sheveuglebi....

Комментарии

  • 12 ноя 2010 20:15

            *    *    *

    ლამაზ სიკვდილის სატრფო ვარ,

    მიცქერს სიკვდილი ტრფიალით,

    დღეს მხოლოდ სიკვდილს ვახსოვარ

    უბედურებით სვიანი....

    ვინც მიყვარს,მანაც დამტოვა,

    მეც სიკვდილს ვნატრობ ტიალი,

    სიკვდილი უღალატოა,

    სიცოცხლე-ღალატიანი...

                     * * *

            ს ი კ ვ დ ი ლ ი

    ო,ეს სიკვდილი!-ჩემი ბედია,

    ჩემი ალერსით იგი მთვრალია,

    მის ცივ მკლავებზე თავი მდებია,

    სიკვდილი ჩემთვის ნაზი ქალია.

    სხვა საყვარელი მე არ მყოლია

    სიკვდილი იყო ჩემი მოსურნე,

    იგი დაღალულ გულზე მწოლია

    და უკვდავებით დავაორსულე...

    და ეს სიკვდილი,ჩემგან ორსული,

    ამ საუკუნეს მოილოგინებს,

    მოილოგინებს იმ საუკუნით,

    ჩემ სიცოცხლის თესლს მოილოგინებს...

    ჯვარს დაგვწერს ღამე-ჩემი მოძღვარი,

    ცოლად შევირთავ სიკვდილს მშვენიერს,

    მალე გვიხილავთ აქ დარჩენილნი

    მე და ჩემს სიკვდილს ჯვარდაწერილებს...

    რომ შევერთდებით,რომ შევერწყმებით

    და საქორწინოდ რომ მოვირთვებით,-

    დედის შევერცხლილ თმების ძეწკვივით

    და ცრემლის მსხვილი მარგალიტებით.

    სხვა საყვარელი მე არ მყოლია,

    სიკვდილი გახდა ჩემი მოსურნე,

    მისმა ალერსმა ამიყოლია,

    მეც უკვდავებით დავაორსულე...

  • 12 ноя 2010 20:34

    ჩემს საფლავზე თუ არ მოხვალ        

    ყვავილები მოვლენ,

    არ გამწიროთ მკვდარი ოხრად_

    ნაზ ყვავილებს ვთხოვე.

    სუყველა რომ დამივიწყებს

    სამარეში მცხოვრებს,

    ყვავილები არ გამწირვენ,

    ყვავილები მოვლენ...

  • 12 ноя 2010 20:34

    ჩემს საფლავზე თუ არ მოხვალყვავილები მოვლენ,

    არ გამწიროთ მკვდარი ოხრად_

    ნაზ ყვავილებს ვთხოვე.

    სუყველა რომ დამივიწყებს

    სამარეში მცხოვრებს,

    ყვავილები არ გამწირვენ,

    ყვავილები მოვლენ...

  • 12 ноя 2010 22:36

    rafaelis funjma gxata,
    tu wyarom  mzechanacerma?
    mxolod shenma msgavsma xatma
    shedzlo qveynis gadarchena...
    angelozta dasshi daxval,
    gshvenis mzisebr shuqta frkveva.
    risgan gamogaqandaka
    shemoqmedis sajretelma?
    rom shevdzlo sityvit mkoba
    leqsad is vtkva,rogorc gxedav,
    ukvdaveba movidoda
    da leqsze xels momiwerda