Комментарии
- 10 мар 2012 21:41
პირველი სევდა
ტიციან ტაბიძე... ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ, იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.
პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა. სად არ ვეძიე, სად, მე ის ღიმილი და ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი არ განმეორდება, როგორც გვირგვინმოხსნილი სიწმინდე.
... და ჩემს სულს ეწვია პირველი სევდა. პირველი სევდა, ბინდიანი, როგორც ოხვრა შუაღამისას ლიბანის მთაზე კედრისა;
ნაღვლიანი, როგორც სიმღერა ყვითელი ქარვის ფოთლების, შემოდგომის ქარიშხალის ფრთებზე მოცეკვავეთა...
მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი... - 10 мар 2012 21:41
ჩემი ცხოვრება თაროზე შემოდებული მიტოვებული წიგნია, სიძველისგან მტვერი რომ დადებია და არავინ ფიქრობს...თუ ვინმემ ჩაიხედა უთუოდ ბევრს გაიგებს, დაბრძენდება , ჩემს ცხოვრების წარმოსახვაში გაივლის, ცოტას დანაღვლიანდება მითანაგრძნობს, იევ თაროზე. შემოდებს გრძნობით აზრები გამესაუბრება და იტყვის, ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს განცდებით მოკლე სიხარულებით დ.ა.შ. რთულია როცა ბედნირება ახლოა ხედავ მაგრამ შენ არ გეკთვნის, უფლება ჩმორთმეული ამ სმყაროდან უსიყვარუოდ მიდიხარ,ერთი იედით იქნებ მეორედ მოევლინო ამ ქვეყანას და სიყვარულის ზვღარს ასაკი თანაბარუფლებიანს გახდის, ეს ხომ ოცნებაა და იმედი ზღაპრული მომავლისა რასც დავართქმევდი პაემანი ცაში. ადამიანი იმედით ცოცხლობს ამ იმედს და ოცნებას ვერავინ წამართმევს. სხვაგვარად უსიყვარულოდ სუნქთვა! სიცოცხლე! ცხოვრება! რას დავრთქმევდით თუ ჯოჯოხეთს არა...
- 10 мар 2012 21:42
..ვაპატიოთ..გულის ტკივილი ერთმანეთს????. ჰო, ძნელია.. როგორ უნდა ვაპატიოო ის ნათენები ღამეები, ის ტკივილი რაა ტყუილი ყოფილაო? ის ყველაფერი.... ის ლამაზი მოგონებები... დავტოვოთ წარსულში! შეხედეთ მას, ის ხომ მეოთხედსაც არ დარდობს...შეიძლება მეასედსაც არ დარდობს , ჩვენნაირად.. ჰო, მერე რა რომ სიცოცხლესაც დავთმობდით მათთვის! მერე რა, მერე რა!
ჩავიჭიროთ რწმენა მომავლის, დავიჭიროთ საიდანმე, სადღაც ჰაერში ვიპოვოთ.... რწმენა აღარ მოვა, თუ ჩვენ არ ვეძებეთ, თუ ჩვენ არ მოვიხმეთ..
წავიდეთ, გავიდეთ იმ წარსულიდან... დავუშვათ შეცდომები... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... იქამდე სანამ არ ვიპოვით... მას, ვინც კიიი, გვატკენს გულს, შეიძლება იმაზე უარესადაც გვატკინოს..მაგრამ ეს ტკივივილი იმ სიყვარულად ეღირება! ჩვენ ხომ სიყვარულის ფასი ვიცით... არ დავუკარგოთ აზრი ჩვენს თავებს.... ნუ გავხდებით იმისნაირი ვინც გული გვატკინა! გაუმარჯოს მომავალს, ტკბილს.... და ლამაზს... - 10 мар 2012 21:42
ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი...შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ვერც ვამჩნევ...თუმცა რა გასაკვირია...მე ხომ სულ ვტირი...ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს...როგორ?...თუნდაც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ...სულ ტვინი მეჭყლიტება...მე დავდივარ...სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ?... ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს...მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება...მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს...
- 10 мар 2012 21:42
განუზომელია გული კაცისა; ძნელია მიხვდეს გონება, სად ჰპოვებს გული ნაკადს ნეტარებისაან, სად მიუპყრობს მას გონება უცვლელ სიხარულის ფიალას. გონებაადვილად ვერ მიიკვლევს შეუცდომელს კვალს ბედნიერებისადმი, რადგან უჩრდილო ბედნიერება ჰაზრთა სამფლობელოს გარეშე სდგას. გულის გზა და ჰაზრთა ბილიკებიხშირად ასცდებიან ერთმანეთს,ბევრჯერ სულ სხვადასხვა მხრით მიიმართებიან.../ბარნოვი/
- 10 мар 2012 21:43
ყოფილან სულელნიც, მიმდობნიც, გულჩვილნიც. ასეთები ხშირად ტირიან... რა არის ტირილი? ესეც მესმის. გაურკვეველი გემოს სითხე ვიგრძენი ერთხელ, მომჩერებოდა, მეალრსებოდა და სამუდამო ერთგულებას მპირდებოდა... ასე შევიცანი ცრემლი...მინახავს ზნეობა როგორ მაღლდებოდა სულზე უფრო მაღლა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანიში ვიხილე, მას შემდეგ მივხვდი რომ ასეთი სულიერი ქაოსი სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ ჩვენგანს შიგნით.თუ მოისმინეთ ჩემი ნათქვამი მე ისე მოგეჩვენეთ ალბათ , როგორც ველური . ეგეც არაფერი!.. გამიგია ყოველგვარი ბედნიერება არცოდნისგან გამომდინარეობსო...მე კი ვეღარაფერი შემცვლის. მუდამ ასეთი ჩუმი და თქვენი ერთგული დავრჩები, მიუხედავად ყველაფრისა...
- 10 мар 2012 21:43
ბევრი საათი შეაკეთა მესაათემ...
ბევრი გასაღები მოარგო სხვა და სხვა ღრიჭოს... მაგრამ,ვერა და ვერ შეაკავა დრო.
მირბის,მიწვეთავს,მიჟონავს დრო ისრებს შორის,მირბის,მაგრამ არა აქვს დასასრული...
მიაქვს–მოვლენები,ჩვევები...აქრობს სახეებს,შლის სიტყვებს,აძველებს სიახლეებს,აყუჩებს სიყვარულს,ახუნებს სურათებს,ძერწავს ნაოჭებს,აჭკნობს გრძნობებს,აცვენს ფოთლებს...და ისევ,მოაქვს"ახალი"–ხან გაზაფხული,ხან მზერა,ხან შეხვედრები,განწყობები,მელოდიები...თამაშობს ფერებით,სურნელით,აკორდებით...არა აქვს დასასრული.
დასასრული აქვს ცხოვრებას,ადრე თუ გვიან დავკარგავთ იმედს,სიხარულს,მეგობრებს ,მომავალს.ყველაფერი რაც მივიღეთ,შევიძინეთ,დავთმეთ... გაგვეცლება ხელიდან.უკანასკნელი სიმარტოვე მოგვიცავს....
მაგრამ,ის,რაც გავეცით...გავაჩუქეთ,ჩვენს შემდეგ გაგრძელდება...
ვიღაცის მეხსიერებაში ჩვენი ღიმილი...
ვიღაცის თაროზე ჩვენს მიერ ნაჩუქარი, უწყინარი სათამაშო...
ვიღაცის ტანისამოსი, ჩვენს სითბოსა და ალერსს შემოინახავს...
ვიღაცის ცნობიერებაში, ჩვენი სიტყვები დარჩება...
მხოლოდ ის, ვინც იძლეოდა,ჩუქნიდა დარჩება სხვებში... - 10 мар 2012 21:43
უშენობა ცივია...წვიმიანი და სევდიანი... შენს გარეშე,სიცარიელის შეგრძნებებით სავსე ვარ,შენს ემოციებს მოკლებული... დღეს დრო თავისი ლოგიკითა და ლოგიკის გარეშე უშენობას მასწავლის,რთული გაკვეთილია,რომელსაც მონატრება ჰქვია...შენთან ყოფნის დროს,ჩემი ემოციები თბილი იყო,მშვიდი,ხალისიანი და ხანდახან შეუცნობლად მგრძნობიარე... სიცოცხლით სავსეს გიყურებდი და მეგონა ასე გაგრძელდებოდა ყოველთვის!შენს სიყვარულს დაკვირვებით ვსწავლობდი,მარტივი და საინტერესო გაკვეთილი იყო და მე არასდროს ვაცდენდი ამ გაკვეთილს...დაუსრულებლობა ხარ,შენზე ფიქრი წერტილს ვერასოდეს სვამს.... დღეს დრო თავისი ლოგიკითა და ლოგიკის გარეშე უშენობას მასწავლის,რთული გაკვეთილია და მე ამ გაკვეთილს არასოდეს ვესწრები!!!
- 10 мар 2012 21:44
"შენი სიტყვებია ჩემი წყალიც და ჰაერიც. ის - რის გარეშეც უკვე ვეღარ გავძლებ. თამბაქოსავით შევეჩვიე ჩვენს იშვიათ დიალოგებს – რატომ დავანებო თავი? ცხოვრება ხომ ასე ხანმოკლეა და ხვალისა დღეს არაფერი ვუწყით - გულუბრყვილოდ დაწყობილი გეგმების გარდა - თითქმის ყოველთვის ბანქოთი აშენებული კოშკებივით თავზე რომ გვენგრევიან და ყოველ ჯერზე ბავშვებივით ჯიუტად,
თავიდან რომ გვაწყებინებენ სუნთქვასაც და სიარულსაც……" - 10 мар 2012 21:44
ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება, ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია.
ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევისადა დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე......
- 10 мар 2012 21:44
.."სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის..."
/ოთარ ჭილაძე/ - 10 мар 2012 21:45
"ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ,ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ"-იმეორებდა მთის მწვანეფერდობზე ამოზრდილი წიფელა და ფოთლებს რიგ-რიგობით,თანაბარი შუალედებითაფენდა დედამიწაზე.შორს კი მოჩანდა ადამიანის სილუეტი,რომელიც რაღაცასგაფაციცებით,გახელებით ეძებდა,რაღაცას დაკარგულს ან ნაპოვნს და მერე ისევდაკარგულს.მზის სხივები ტყეში იჭრებოდნენ და მკრთალ ზოლებადიქსაქსებოდნენ.ადამიანის სილუეტი ნელ-ნელა უახლოვდებოდა აცახცახებულხეს,სამტროდ თუ სამოყვროდ,სწორედ ამის დადგენას ცდილობდა იგიფოთოლცვენით.ფრთხილად და ნაზად შეეხო მძლავრი ხელებით,მოეფერა,თითქოსჩაეხუტა კიდეც,ირგვლივ შემოუარა და სიგანეში გაზომა."ვუყვარვარ"-მთელსსხეულში მარბიელი ლაშქარივით დაურბინა იმედისმომცემმა ფიქრმა.
"მეგობრებო,აქ მოდით სუყველა,მგონი ეს ხე გამოდგება,კარგისამასალეა"_ხმამაღლა დაიძახა ტყის სიღრმისკენ თავშებრუნებულმა კაცმა დამალე ჯერ ნედლი წელი გაუშიშვლეს ,მერე თანდათანობით შეყვნენ და ბოლოსწასაქცევადაც გამოქაჩეს ტოკი,რომელიც კენწეროზე მოებათ ხისთვის.წიფელამტკაცა-ტკუცუნით საწყლად დაიჩივლა:არ ვუყვარვარ და იმედის უკანასკნელიფოთოლი მოსწყდა ტოტიდან..." - 10 мар 2012 21:45
სულაც არ მინდა დაგემშვიდობო, თუმცა სახეზე არ მიტოვებ ღიმილისათვის სულმცირე ადგილს! თან სწორედ ახლა როცა მთვარეზე თოვლი მოსულა და საგუნდაოდმეძახიან ჩემიანები (ვარსკვლავები).. არა! არ ამოისუნთქო, პირიქით ღრმად ჩაისუნთქე და ერთ ამოსუნთქვას მიუძღვენი ეს სტრიქონები: მიყვარხარ, როგორც შეიძლება შეიყვაროს ახალშობილი წუთის წინ გამხდარმა დედა, როგორც შეიძლება შეიყვაროს ცოდვილი ღმერთმა, როგორც მხატვარს უყვარს ფუნჯი და როგორც დიდ გალაკტიონს უყვარდა მერი! ნუ გამიღიმებ თუ ღიმილს არ გგვრი, ტყუილი ხომ ყველაზე მეტად არ გიხდება, ჩემო!იცი, ახლა ვისურვე რომ პეპელა ვყოფილიყავი... სულ შენს გვერდით ვიფრენდი და გავაფრენდი, მე ხომ ახლაც ვაფრენ... თუმცა განსხვავებულად.. ფრაზებს ვაფრენ! ნუ დამივიწყებ, მაშინაც კი როცა სულ ყველას დავავიწყდები დამხოლოდ ჩემი სიტყვებიღა იფრენენ, ხან ღრუბლიანი, ხანკი ცისარტყელიანი ცისკენ! მე სურვილი არა მაქვს რა, მხოლოდ ერთისა: .....................გვიყვარდეს! ................
- 10 мар 2012 21:45
სიცოცხლეს ტირილით ვეგებებით
ვიბადებით ტირილით ,თვალს ვახელთ და იმ ცხოვრებას ვეჯახებით,
რომელთანაც განუწყვეტლივ უნდა ვიბრძოლოთ ან ვიმეგობროთ...
ვალი ავიღოთ და აღარ დავაბრუნოთ,მეგობარი ვუწოდოთ და მივატოვოთ....
შევიყვაროთ და მერე შევიძულოთ,მოვინდოთ და ვუღალატოთ,
უპოვარი არ დავაპუროთ,მათხოვარს თვალი ავარიდოთ,
გამოწვდილ ხელისგულებს სითბო დავუნანოთ,
პატიება გვთხოვონ და არ ვაპატიოთ შენდობის კვირას....
სინანულს კარი ჩავუკეტოთე კლესიაში კი სანთელი დავანთოთ
და ჩვენს უღმერთოების პატიება ვთხოვოთ ღმერთს ...მერე კი...
მერე ისევ შევცოდოთ რამეთუ "უფალი მოწყალეა",
ხშირად დაუნანებლად ვარიგებთ სითბოსდა ტკივილს ვიღებთ....
გაბზარული კი ვერ თუ არ მთელდება,
მდორე ნაბიჯებით მივყვებით ბილიკს უსასრულობისაკენ...
ცხოვრება კი თავისი ცივი და მკაცრი ხელით ხშირად ჩანასახშივე სპობს
და ვეღარ გვაპურებს იმედით...ჰო...
ასეთია ჩვენი ცხოვრება -მტკივნეული და ტკბილი... - 10 мар 2012 21:47
დახვეწილი როლით მოვიდა და ითამაშა...იმდენად დამაჯერებლად, ლამაზად, რომ სანამ სპექტაკლი არ დამთავრდა ვერ მიხვდა, რომ მაყურებელი იყო კარგად შესრულებული სპექტაკლისა... -რა უმწეო, უსუსრი იყო მუხლებზე დამდგარი...ხმამაღლა ბღაოდა და იცოდა, რომ განაჩენ გამოტანილს ჰგავდა და არც ცდილობდა ვინმესთვის გულის აჩუყებას. ტკივილი ჰკლავდა, ხუთავდა...ანამცეცებდა... -დედა მოუნდა. როგორ მოუნდა მისი დაღლილი მუხლებისთვის ორივე ხელი შემოეხვია და მოჰფერებოდა. დედა სჭირდებოდა...თავისი დედა..
ვარდისფერი სათვალე..
:იო იო
chanaxatebi