Комментарии
- 11 мар 2012 00:51
ზუსტად მისამართზე ხარ
არ გაჩერდე კარშია ,
სამკურნალო სტრიქონებს
შემოვარტყი არშია.
ვკურნავ ყველა ''ცოფიანს",
არსად ვუშვებ ოფლიანს,
ჩხვლეტით გადაღლილი ხარ,
ყველის შრატი სჯობია.
..................................
სახლის დაცვა დავკარგე,
ვეძებ ვინმე თოფიანს.
- 11 мар 2012 00:51
დღეს ვცდილობ ცოტა ვიჩქარო
აღარ შევყოვნდე გზაშია
აღარსად გადავუხვიო
არ ავირიო ხალხშია,
თვალი არსაით გამექცეს
რომ არ მაცდუნონ ბარშია,
წინასწარ ვერ გაიაზრებ,
კაცს რა მოუვა თავშია.
კიდევ ძებნა არ დამიწყონ,
ჩამაგდონ ხალხის ყბაშია.
ან კარი არ დამიკეტონ
და არ დამტოვონ კარშია.
ან იქნებ ვეღარც კი მიცნონ
ან შევეშალო სხვაშია.
ვინ იცის იქნებ ბრაზობენ,
შეკრულნი სხედან წარბშია.
კარის საკეტსაც გავმართავ,
ხშირად გამოვალ კარშია,
უთუოდ მოიშლებოდა,
სულ მუდამ ხმარებაშია.
ცისკრის მოსვლამდე ვიფხიზლებ,
ვიდრე ინათებს ცაშია,
თან ბუხარს ავაგიზგიზებ,
საჭმელიც მოსახარშია.
- 11 мар 2012 00:52
სხვა ჯგუფში მაინც გიპოვეთ,
ყველგან ვავლებდით მზერასა.
რომ ძვირი სანახავ გახდი,
გავაგებინო ყველასა.
როგორც ჩანს შენსას არ იშლი,
აყვანილ ჰყევხარ წერასა.
რაც თბილისიდან წახვედი,
მთელი ქალაქი ღელავსა.
ეგრე რად აგვითვალწუნე,
პურს ხვარ გაჭმევდით ხმელასა.
ყველაფერს რასაცა ვფიქრობთ,
რას ვათქმევინებთ ენასა.
თუ არ გვკადრულობ გვითხარი,
თითს არ დაგიქნევთ ცერასა.
ჩვენ ისევ მთაში დავრჩებით,
დავიგებთ ნაბდის ძველასა.
თავის მწვალებელ ურჩევნის,
ხომ გაგიგია მელასა..
- 11 мар 2012 00:52
ვგონებ დაგტანჯავთ თქვენ ძილი
სიზმრებში გამაწვალები,
გახანგრძლივებულ ძილბურანს,
ძალას ვერ ატანს თვალები.
მშფოთვარე გამოძინება,
გახდება დასანანები.
მე ბუნებრვად გირჩევდით,
რომ აღიდგინოთ ძალები,
უფრო ლამაზად თენდება,
როცა ყივიან მამლები.
ტკბილად რომ გამოგაღვიძებს,
სევდას რომ დაემალები.
ენერგიასაც აღიდგენთ,
არც დაგჭირდებათ წამლებ
- 11 мар 2012 00:53
ეს მამეწონა კარგია
ლექს დაამსგავსე ფრაზასა
მკითხველიც დაინტერესდა
ხო და შეუყვა აზარტსა
შენ ეტყობ კარგად არ მიცნობ
მიტომ გაბედე ავია
კაფიას გაგაწურინებ
ლაყბობ სად წავყავ თავია
შენ რა მთაში უნ გამაგდო
აქეთ ჩაგაგდებ ხევშია
ისეთ დღეს გამოგატარებ
აღარ შემოხვალ თემშია
რითმა რითმაში ჩაგისვავს
გატყობ სველ ენა გქონია
ეხლა დაგაყრი კაფიას
მალვე ჩაიცვი ბრონია
ისე გაგიხდი საქმესა
თმებს რომ იჭრიდე პლასკითა
ჰკიოდე გამწარებული
დარბოდე კალიასკითა - 11 мар 2012 00:53
ნაცარს ერიდე ქალაუ
არ შაგეყაროს თვალშია
ეცადე მწარე დაწერო
შენაც ჩადექი კვალშია
ლექსებში ქალი არ ვიცი
არცარა ლოცვა ფორუმსა
კაფია აბა რას ქვია
უნდა წაკბინო ხორუმსა
თუ კარგად გესმის კაფია
მწარესაც მამწერ თემშია
მენაც არაფერს დაგაკლებ
მალვედ ჩაგაგდებ ხევშია
იმას დაგიწერ ქალასა
არ გაგითავდეს მელანი
მალმალე შაამოწმოდე
არ გაგიბუჟდეს ხელანი. - 11 мар 2012 00:54
დილიდან ვწვალობ... თან ვცდილობ,
"პახმელიასთან" ბრძოლასა,
ხან კარგი მოგონებები
მომკიდებს ტანზე ჟრჟოლასა,
თან გულიც შემეცოდება,
ფრთხიალებს.. თანაც ღონავსა,
ნატა გუძლებს ბახუსზე
მაცდუნებელთა მზერასა,
გარუჯულ კანზე ასხლეტილ,
მზის სხივის გამოსროლასა.
----------------------------------------
ისევ პლიაჟზე წოლა სჯობს,
აქ ჩრდილში წამოწოლასა
- 11 мар 2012 00:55
რაც სიმართლეა ეგრეა,
საღ აზრს სად დაემალები.
დედალი თუკი კრიახობს,
სახლში არ ჩანან მამლები.
ლექსის თქმას ვინღა კითხულობს,
ერთურთს მოუდეს შარები.
მაგათი გამშველებელი,
შევიქმენ შესაბრალები.
თან მინდა ზოგი ვარიგო,
"მარტო ნუ დაიარები,
იქნება მაგის ბრალია,
აზრებ რომ მოგდისთ მწარები.
მანდ რა საქმისკე გულ გიწუხსთ,
ქმარი გყავთ მოსახმარები..
თქვენც რა დრო აღარა გრჩებათ?
გვერდს მყოფ რომ გყავდესთ მწყრალები"
ენარგია რომ დახარჯო,
შარისკე მიიჩქარები.
კარებ თუ გაიჯახუნე,
შუბლს შაჰკრავ.. მიეფარები.
თუმცა მე მაინც მგონია,
თანამდებობის ბრალები.
რა ბევრი ფიქრი სჭირდება...!
ამ აზრით გაიმსჭვალები:-
პასუხისგება დიდი აქვთ,
ლექსს აგროვებენ წვალებით,
თვალი ამაზე ეღლებათ,
მიტომ დადიან ცალები,
იქნებ პირადზეც იფიქრონ,
ვინმეს დაადგან თვალები.
თავისუფლება მივეცი,
საქმე ვქენ გასახარები. - 11 мар 2012 00:55
შე პირქვე დასამარხავო
ჭინჭარაულო ბერდია,
რომელ ორმოში ჩავარდი,
სად დაიჟეჟე ფერდია?!
ნეტა საით რა იყავი,
აგრე გამასტყვერ სითაო,
დაგიჭყეტია თოლები
ცოფიან ძაღლივითაო.
ნეტა სახლს როგორ მააგენ
არ მიადექი სხვისასა,
არ მოგხვედრია მათრახი,
კაიშაურის რძლისასა.
რო აკრაჭუნებ კბილებსა,
ვის ემუქრები ნეტაო?!
ნეტაი წერამწერელმა,
შენთვის რად გამიმეტაო?!
ლოგინს გაწვენდი,ბეჩავსა
შამამხვდა შენი წიხლია,
ეხლა ჩემი გზით მივდივარ,
თავში ქვა შენამც გიხლია! - 11 мар 2012 00:55
ერთი კახელი შამყვარდა,
დამიდგა ორთავ თვალია,
დავემშვიდობე ქალაქსა,
გავხდი იმათი რძალია.
დედამთილი მყავს,ენითა
დაატრიალებს ჩიკორსა,
მამამთილი კი ცოლისა,
გამობმულია ტრიკოსა.
მული მყავს ძაღლი მყეფარა,
მგელი გაწყვიტა ტყეშია,
დღისა განრიგი დაწერა
და ჩამაკუჭა ხელშია:
ადრე ადექი,დილითა
დახვეტე შინ და გარეო,
მერე კრუხ-წიწილს მიხედე,
საკენკი დაუყარეო.
ძროხა ნახევრად მოწველე,
რძე ხბოსაც დაუტოვეო,
ვირი რომ დაიყროყინებს,
საათი გაასწორეო.
მიბრძანა:ჩვენი ოჯახის
ქუდი შენც დაიხურეო,
თუ არა მოგეწონება,
კარები გაიხურეო.
P.S. ხან ტკბილი ვუთხარ,ხან მწარე,
ყოფილან ხისგან თლილიო,
თავისი გაიტანეს და-
მენაც გამხადეს ვირიო. - 11 мар 2012 01:00
ცოლის ბებია მოუკვდა
კახეთს იმერელ სიძესა.
ხორცი არ ჭამო სუფრაზაე
დედ-მამამ გააფრთხილესა.
დაასაფლავეს ბებია,
კახეთს გაჩაღდა ქელეხი,
თამადად დასვეს მუტრუკი,
ხმა აქვს ვითარაცა ქვემეხი.
ჩამოატარეს ხაშლამა,
სუნი მკვდარს გააღვიძებსა.
იმერელს სუნთქვა შეეკრა,
კაწკაწი უდის კბილებსა.
მიმოიხედა გარშემო,
ლობიო გვერდზე გაწია,
ერთ ნაჭერს გადავიღებო,
ქე ვინ მიყურებს აწია?!
ჩაშუშულ-მოხრაკულები
არა დაიკლო ხორცისა,
ისე გამოტყვრა ღვინითა,
ძლივს მიაღწია ლოგინსა.
პახმელიაზე დილითა
მიართვეს ცხელი ხაშია,
მოასუფთავა მათლაფა
ერთსა ამოსუნთქვაშია.
გზაში ფიქრობდა:ქელეხში
რა მაგრად ვიგრიალეო,
ნეტავი ცოლის ბებიას
ბაბუაც მიჰყვეს მალეო! - 11 мар 2012 01:01
კომპრომატს არსადა ვტოვებ,
მომართული მაქვს გონია.
ხომ იცი ყველა ნაბიჯი,
ასაწონ- დასაწონია.
განსაკუთრებით ბარადა,
მოსაკრებია ღონია.
ამდენი ფეხის დამდები,
მთაში ვის გაუგონია. ------------------------
- 11 мар 2012 01:02
ცხრა საქმეს ერთად აკეთებ
შენ სხვისთვის სადა გცალიან
პაწა ალსტუხი მოუშვი,
სულს მოითქვამ და მადლია... - 11 мар 2012 01:06
გელავ შენს შასაშინებლად
როგორ დავხვრჯავ ტყვიასა
სათოფედ ვერ გაგიმეტებ
გაკმარებ თვალის ბრიალსა - 11 мар 2012 01:17
მე ხომ ხედავთ თვალს გადევნებთ,
არ ვერევი კამათშია..
ისე ალმურს კაცს ვინც ჰკიდებს,
კვერცხს ისა სდებს კალათშია.
რა ვქნათ წესი მასეთი აქვს,
ცეცხლს ვერ მალვენ ხალათშია..
ვარდისფერი სათვალე..
:იო იო
sasacilo leqsebi..