გაუმარჯოს იმ ლამაზ დღეს,

სამახსოვროს, ბარაქიანს,
შენ რომ გაჩნდი ქვეყანაზე,
დაბადების დღე რომ ჰქვია.
ლამაზ ღამეს გაუმარჯოს
ყოფილიყოს მადლიანი,
არავის არ დაენახო
ნირწამხდარი, დარდიანი.
ბევრი ჭიქა დაგეცალოს,
ბევრი ყანწი აგეწიოს
ან წინ დაგხვდეს კარგი საქმე
ან შარაში დაგეწიოს.
შენი დაბადების დილაც
ყოფილიყოს დასალოცი
ამის შემდეგ ასეთი დღე
გეზეიმოს ასსამოცი!

Комментарии

Комментариев нет.