12 июн 2011
როგორ მენატრები დედა
ღრუბელს გავაყოლებ ფიქრებს
ქარებს დავიგულებ
მხედრად
სივრცეს, ოცნებები მივსებს,
ისე მენატრები დედა.
ვიცი, სიშორეთა
ხიდი,
დროთა უსაშველო სევდა,
მიდის, უგზოუკვლოდ მიდის
უფრო მენატრები
დედა.
შენი გულმხურვალე ლოცვა,
გზა—კვალს მიცისკროვნებს ბედად.
როგორ
ძლიერი ვარ როცა
ქვეყნად შენა მყავხარ დედა.
ჩემო, გულცისკარა ქალო,
ჩემო,
ტკივილო და სევდავ.
ჩემო, ოცნებების ფარო,
ჩემო საყვარელო დედა.
ღმერთმა
გაგიგრძელოს წლები
მყავდე მიწიერი ღმერთად.
მინდა გამოვისხა ფრთები
ისე
მენატრები დედა.
gmertma yvela im qveynad wasuli dedis suli natelshi amyopos
SUL CHEMTAN ERTAD ARIS DEDA! I VSEGDA VO ISTINE! IKO, ARIS, DA IKNEBA!! ONA DLIA MENIA VSEGDA JIVAIAA!!!