სევდისფერი სულის ამოძახილი...

შორენა ზაქრაძე (შორეული)
#შორენაზაქრაძეშორეული

Комментарии

  • 22 ноя 2019 20:54

    მონოლოგი წვიმაში
    ----------------

    -წვიმს,
    -ჰო,გაწვიმდა,
    -ღამის სიჩუმეს
    მოაქვს განწირულ დღეთა ვნებები,
    იქნებ წვიმა არც,
    ციდან იღვრება
    წვიმადქცეული მოგონებები...

  • 22 ноя 2019 20:58

    ნოემბრის ღამეს

    -----------------------------------------------

    მე, ამ ნოემბრის ცივ ღამეს,
    ვწვავ ლექსს,შენეულ არჩივს,
    შენ ცხრა მთას იქით დაგღალეს,
    მე ცხრა ზღვას აქეთ დავრჩი.

    ასე შორი-შორ და ახლოს
    ვის გაუგია ყოფნა,
    ვკაფავ,ეშმაკმა დალახვროს,
    გზებს,ასე ურჩს და მყოფადს.

    ნოემბრის მღელვარებაში,
    გაზაფხულს სულში ვხიზნავ,
    იქნებ, ეწეროს ახდენა
    აბრიალებულ სიზმარს.

    იცი? მომავალ ნოემბერს,
    სიკვდილი ჩაგვხსნის ერთ ღილს,
    ვბჭობ,ასე,მიეთ-მოეთებს,
    იქნებ?....იცინის ღმერთი.

    შორენა შორენა

  • 22 ноя 2019 20:58
    (განწყობა სანაპიროზე სეირნობის დროს)

    დაჰქრიან ირგვლივ ქარბობალები...
    მყვირალობისას, ვით მწყურვალი ირმის ფურები,
    წვიმს და...მეც წვიმას არ ვემალები,
    ამიყვავილონ,სულში იქნებ, გაზაფხულები...
    ----------------------------------------------
    მშვენიერი ხარ სამყაროვ,
    ხან ნისლის და ხანაც ოქროს ფერებით
  • 22 ноя 2019 20:59
    მე მივყვებოდი უცხო ქუჩას როგორც აჩრდილი
    და არაფერზე არ ვფიქრობდი , ფიქრდაკარგული,
    რაღაცა იყო გასავლელი,რაღაც გავლილი,
    მზე იღიმოდა,გზას მიჭრიდა სხივთა მარული.
    მზესუმზირების სიკეკლუცე ართობდა ქუჩას,
    ეცვათ პირიმზებს ზღვა სიმორცხვე, ვით კაბა ჩითის,
    არის წუთები როს სინათლეს სიბნელე უჩანს...
    და ეგდო გზაზე უმწეო და უსულო ჩიტი.
    ქალაქის ხმაურს გავერიდე, მდუმარებს ბაღი,
    ცახცახით ვანთებ ჩამქრალ ცაზე მხრჩოლავ ფითილებს,
    მერე კი... მერე სულს ვუშველე სიჩუმით დაღლილს და...
    მკვდარი ჩიტი გამოვიტირე.

    შორენა ზაქრაძე
  • 22 ноя 2019 20:59

    მეჩურჩულება შემოდგომა უშენობაზე,
    ყურს არ ვუგდებ და ფოთოლცვენებს ვესათუთები.
    ჩუ,ნუ ხმაურობ შემოდგომავ,
    ნურაფერს მეტყვი...
    გაგიწყრებიან განაპირად მდგარი თუთები.

    ნუ მეტყვი,როგორ ჩამოვარდა მთვარე შუაღამით,
    როგორ ავსებდა ორგულობა შხამით აზარფეშს,
    ჩუ,შემოდგომავ,
    სადღაც მოთქვამს ძველი არღანი,
    იქნება ელის თანაგრძნობას,იქნებ...არაფერს.

    ნუ მეტყვი, თეთრი ღამეების ნურცერთ სიზმარზე,
    რომ უსასრულო ლაბირინთის ბოლო ერთია,
    რომ ჩემი სული ასვენია ახლა სილაზე,
    და რომ ეს ღამე,სხვა ღამეზე უფრო თეთრია.

    ნურაფერს მეტყვი,შემოდგომავ, მე ისეც ვიცი,
    აგრიგალებულ ქარებს მიაქვთ გაზაფხულები...
    ნურაფერს მეტყვი შემოდგომავ,
    ნურაფერს მეტყვი...

  • 22 ноя 2019 21:00
    * *
    ღამე ამბავს ჰყვება დღის მონატრებაზე,
    ვარსკვლავთ ნაფეხურებს მაბერტყავს ცა,
    ვდგავარ მარტოდ მარტო ცხოვრების გემბანზე,
    შხეფად ცრემლებს მაყრის მდუმარე ზღვა.
    ჰეი,კაპიტანო,დღეს გეზი შეცვალე,
    აფრები დაუშვი,მოვითქვამ სულს,
    -თოლიავ,რად სტირი?
    -დავკარგე მეცალე,
    მოთქვამს და აფრენა აღარც კი სურს.
    გემი კი მიცურავს...
    გავცქერი ჰორიზონტს...
    რიჟრაჟზე
    მზე ტალღებს აურევს გზას,
    ხან ვწერ,ხან ვკითხულობ
    ჩემივე მონოლოგს,
    ვგავარ უდაბნოში დაკარგულ მგზავრს.

    ბილიკს,საცალფეხოს სიზმარი მოჰყვება,
    ლანდები დემონის მზის სხივებს სხლავს,
    ვდგავარ მარტოდმარტო ცხოვრების გემბანზე,
    შხეფად სევდებს მაყრის მდუმარე ზღვა.

    გემი კი მიცურავს.....
  • 22 ноя 2019 21:01

    წყაროს,
    რომელსაც ცოცხალ გულში გაუდგამს ფეხი,
    და ორ ნაკადულს,
    ცისარტყელად მბრწყინავ ბაიებს,
    წაქცეულ გრძნობას,
    როგორც ტყეში,მუხას,დამეხილს,
    ამ შემოდგომას,
    უშენობით რომ გადარიე,
    --------------------------------------------
    ვხედავ, ვერ ხედავ...
    -----------------------------------------

    თუ ვერ შეამჩნევ,
    ცხელი გრძნობის მცივან დარბაზებს,
    მე ვუერთგულებ,
    გასაწირად არ დამეთმობა,
    დღეს მედიდურად
    დავწვავ შენთვის დაწერილ ფრაზებს,
    არ მწამს ყინულის დედოფალთან
    მარტის მეფობა.
    ------------------------------------
    ეს დარბაზები ვერ დაიტევს ,,ერთგულ ,, ღალატებს!

  • 22 ноя 2019 21:02
    როდესაც ვხედავ, ხის ტოტიდან ჩამოშლილ ბუდეს, უფალდაკარგულ მხევალივით მერღვევა გული.

    shorena zakradze
  • 22 ноя 2019 21:02
    მზენასვამს,ისე არ მომწყურდება, ძებნა დავუწყო დამშრალ ჭაობებს!

    #შორენა შoრენა
  • 22 ноя 2019 21:05
    ფიქრებდაღლილი ვეგებები მოფრენილ დილას, ცასაც საავდროდ მოჰფენია შუბლზე ღრუბლები, ქალაქს კი ჯერაც უჩვეულო სიმშვიდით ძინავს, გნატრობ და... სულზე მირონივით მესალბუნები.
  • 22 ноя 2019 21:06

    სიზმარი

    რა უცოდველი ღიმილი დაგაქვს ქალო,
    ტუჩზე დაფენილ თეთრი ფიფქივით წმინდა,
    შენი თვალები-ორი კამკამა წყარო,
    ხმა-ანგელოზთა ტკბილი გალობა ციდან.
    ეს წამწამები-გაშლა დურაჯის ფრთების,
    ფიქრები შენი-მზის სხივთა თბილი კალო,
    ყველა დღე შენი სუნთქვის სანაცვლოდ ვკვდები,
    ცისკარზე ისევ შენით ვცოცხლდები ქალო.
    ეს გაზაფხული ალბათ მოგვიტანს იმედს,
    მზეზე ნაგროვებ მოგონებებზე ვფიქრობ,
    ცალად დარჩენილს,ირემი უხმობს ირემს,
    მეც შენ გეძახი ჩემო ღაბუა ჩიტო.
    ----------------------------------------------
    ფანჯრიდან სიო ჩუმად მიკოცნის დალალს,
    ხევში ქარები ავსულებისგან მიცავს,
    მე ყველა სიტყვას თბილად უბეში ვმალავ,
    და ვეფერები სიყვარულნაფრქვევ სიზმარს.
    მე-შენი დილის შემოთენება თეთრად,
    შენ-ერთი ჩემი ჩუმი სიზმარი ღამის,
    დილაა,გული დამფრთხალ ჩიტივით ფეთქავს,
    ოცნებებს კინძავს შენი ოცნების ქალი.
    მოდი,მოხვიე, ღამეს,მკლავები ცისკრის,
    ნუ ვეძებთ წყვდიადს,ჩვენ განთიადი გვეძებს,
    ნუ დამისრულებ აელვარებულ სიზმარს,
    გთხოვ,ამიშენო,სულის კელია, მკერდზე.

    შორენა შორეული

  • 22 ноя 2019 21:08
    ატირებული ანგელოზის ნაკოცნარს ჰგავდა,შენს თვალებში მოციმციმე სევდა.
    შორენა შორენა
  • 22 ноя 2019 21:10

    სიდონია

    მზის ნატერფალზე მოირბენდი მცხეთის ქონგურებს,
    ქალობა წმინდა,ხატისდარი ვის არ ნდომია,
    ერთგულებით რომ ლახვარს ჩასცემს,რწმენით,ორგულებს,
    შენ მიწა როგორ დაგიტევდა მზევ,სიდონია.

    აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო,
    ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული,
    შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო,
    როს მიიცვალე უფლის პერანგს ჩახუტებული.

    დროის ღვარცოფებს ვერ უძლებენ საქმენი მცირე,
    მუხა ძლიერი,ფესვმაგარი გარდაცვლილია?!
    აუფრქვევიათ სიტკბოება ზეცად გლიცინებს,
    კვართით მოსილი ჩემი მიწაც სისხლდაცლილია.

    აგვიციალდი მცხეთის თავზე,ვარსკვლავთ სადარო,
    ღამეს ნაავდრალს, შეუწირავს ჩვენთვის ვნებული,
    შენ მოწიწებით თაყვანს გცემდა ზეცის სამთავრო,
    როს მიიცვალე ,უფლის პერანგს ჩახუტებული.

  • 28 ноя 2019 19:24

    მირკანის ქართა ნაალერსალი,ნოემბერს ცვივა ბოლო ცრემლები...
    ფოთოლცვენები,ფოთოლცვენები...

    რა უძლური ვარ,გახვეტილ გრძნობებს
    შემოძარცვით ტანზე ფარჩები,
    თუ დამეკარგე,ვერ გადავრჩები!

    მე ვიცი ახლა,მე მართლა ვიცი,
    სად მდუმარებენ კვლავ ქარიშხლები,
    შეშლილა ღამე და მეც ვიშლები...

    გარეთ კი,გარეთ ცა იმღვრევს თვალებს,
    და მოაჭენებს ველურ მუსტანგებს,
    სიცოცხლე მინდა,ნუ მატუსაღებ

    რამეთუ ვიცი,ვერ მომერევა უჰაერობა,
    სული, ჰო სული,წყაროს ნაჩვევი,
    და...გადავრჩები.

    არ გამეყინო, მზეს შემოგახვევ,
    უსასრულობის ოქროსფერ რკალებს,
    კვლავ ეკეკლუცე მირკანის ქარებს.

    მე გავირინდე,ვერ შეიმშრალა,ვერ შეიმშრალა ხსოვნამ ცრემლები...
    ო,როგორ მტკივა ,
    ო,როგორ მტკივა,
    ო,როგორ მტკივა,
    ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ე ბ ი....

  • 28 фев 2020 13:48

    * * *

    გარეთ მარტოობა დათარეშობს,
    სულში თარეშობენ ქარიშხლები,
    ცრემლით ისე უნდა გავილეშო,
    ვნამო თეთრყირმიზა ბალიშები.

    მთვრალი შევეგებო ალიონს და
    ღამეს ჩამოვტეხო რამე კარგი,
    გროშის სიდიადე გაიოლდა,
    ცისკრის ვარსკვლავივით დავიკარგე.

    მალე გაზაფხული იპატარძლებს,
    ისევ იყვავილებს ჯერანები,
    გუმბათჩამონგრეულ სულის ტაძრებს,
    ალბათ კიდევ უფრო ვეჯავრები.

    ეს დღეც ჩუმია და გაცრეცილი,
    რითმა ამრევია როგორც ტარო,
    გრძნობა გაყინული,ფერი ცვილის,
    უნდა გოლგოთამდე ავიტანო.

    ახლა ვერაფერი შემაჩერებს,
    რადგან ყველაფერი სულერთია,
    თქვენთან მინდოდა და შემაჩვენეთ,
    მარტო რომ არ მტოვებს, ეს ,ღმერთია.

    ვიცი რომ ეტრფოდი ოაზისებს,
    ვაგლახ,თურმე ყველგან ჭაობია,

    როგორ დაიტევდა სულ-აზიზებს,
    წყალი ჩაუწყვიტეს ჭას,ობიანს.

    მაინც მაფხიზლებენ პირიმზები,
    ცაზე იმედები გამოჰკიდეს,
    უნდა ვაწალკოტო ისევ,გზები,
    რომ ეს გაზაფხული არ მომიკვდეს.

    შორენა შორეული