ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ, შენს დიდებაში ამყვა გუნდი სხვა კალმოსანთა, ფიანდაზობა შენი ვისაც სურდა ესოდენ. მუნჯიც ამღერდა და არ უწყის, მის თავს რა ხდება, ფრენენ ბრიყვებიც შენი ეშხის გადამკიდენი, მაგ სილამაზით ფრთაშესხმული სიბრძნეც ლაღდება, და მშვენდებიან ხელოვნების ცათა კიდენი. მაგრამ ჩემსავით ვინ დახატა შენი სახებაი რამ მოგაწონოს სხვის სიტყვა ჩემთან შენაყარსი სხვა თუ ახერხბს შენით ლექსის მოვარაყებას, ჩემი სტრიქონი, შენსმიერი, თავად შენა ხარ! შენ თუ მირწმუნებ, გზიდან ყვლა ჩამომეცლბა და შენც უმაღლეს სიბრძნედ აქცევ ჩემს უმეცრებას!
poezia
:shota vardosanidze
ემი კალამი რადგან მუდამ ქებით გმოსავდა,
ლექსები ჩემი რადგან შენი ეშხით ლექსობდნენ,
შენს დიდებაში ამყვა გუნდი სხვა კალმოსანთა,
ფიანდაზობა შენი ვისაც სურდა ესოდენ.
მუნჯიც ამღერდა და არ უწყის, მის თავს რა ხდება,
ფრენენ ბრიყვებიც შენი ეშხის გადამკიდენი,
მაგ სილამაზით ფრთაშესხმული სიბრძნეც ლაღდება,
და მშვენდებიან ხელოვნების ცათა კიდენი.
მაგრამ ჩემსავით ვინ დახატა შენი სახებაი
რამ მოგაწონოს სხვის სიტყვა ჩემთან შენაყარსი
სხვა თუ ახერხბს შენით ლექსის მოვარაყებას,
ჩემი სტრიქონი, შენსმიერი, თავად შენა ხარ!
შენ თუ მირწმუნებ, გზიდან ყვლა ჩამომეცლბა
და შენც უმაღლეს სიბრძნედ აქცევ ჩემს უმეცრებას!