Комментарии

  • 28 ноя 2012 09:54

    BATONO ZVIAD:'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'( :'(

  • 5 дек 2012 07:10

    პირად კეთილდღეობაზე გაგიჟებულმა ქართველებმა სამშობლო პრორუსულ ძალას ჩააბარეს და დაივიწყეს 2008 წელი როცა ქართველმა ვაჟკაცებმა მათ გამო და ასევე სამშობლოს ერთიანობას თავი შეწირეს,თქვენ ქართველებო მათი ხსოვნა შეურაცყვეთ,იმედია პირად კეთილდღეობაზე აღარ გააგრძელებთ წუწუნს 2013 წლიდან და გამდიდრებულები და დაპურებულები მაგრამ სამშობლო გაყიდულები შეხვდებით 2014 წელს. ​

  • 5 дек 2012 16:28

    საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი დეოკუპაციაა და ქვეყანა არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

    ფანჯიკიძე ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის იბრძოლებს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და მოექცევა დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩარჩოში.

    „მიუხედავად ყველაფრისა მაინც არის რუსეთთან დიალოგი შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან დიალოგი შედგება“,- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

    საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

    რაც შეეხება სერგეი ლავროვის განცხადებას, მან გუშინ, 4 დეკემბერს, აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს.

  • 5 дек 2012 16:39

    თელავის ისტორიული მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა თენგიზ ალდამიძემ ნიკა რურუასა და ნიკოლოზ ვაჩეიშვილის წინააღმდეგ მთვარ პროკურატურში საჩივარი შეიტანა.

    როგორც "პირWელს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს, ალდამიძე კულტურის ყოფილ მინისტრსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, მუზეუმის მიზანმიმართულ ნგრევაში ადანაშაულებს.

    რადიო “ჰერეთთან” საუბარში თენგიზ ალდამიძე აცხადებს, რომ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად სპარსულ სტილშია გადაწყვეტილი, რაც ისტორიული ძეგლების ხელყოფას პირდაპირ უკავშირდება.

    "დაანგრიეს ერთ საუკუნოვანი წმინდა ნინოს სასახლე-მემორიალური შენობა, რაც წარმოუდგენელი იყო. მისი დანგრევა პროექტში  დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სარეაბილიტაციო პროექტი რამდენჯერმე შეცვალეს. სწორედ ამის გამო ის პირები, რომლებიც ამ ნგრევის პროცესში იყვნენ ჩართული სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ალდამიძემ.

    კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, "რეაბილიტაციის პროექტი ძეგლთა დაცვის სრული  ნორმებით იყო შედგენილი, თუმცა ბევრი ნაგებობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი ჰქონდა მაინც დაზიანდა".

    ცნობისთვის, ამ ეტაპზე მეფის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

  • 5 дек 2012 21:58

    ტრანსნაციონალური კომპანია „მერსერი“ ცხოვრების დონის რეიტინგით ევროპაში ბოლო ადგილზე, მსოფლიოში კი 221 ქალაქს შორის 213-ე ადგილზე აღმოჩნდა. საერთაშორისო კომპანიები სამივლინებო კომპენსაციის დაანგარიშებისას „მერსერის“ რეიტინგით სარგებლობენ, რომლის მიხედვითაც ყველაზე კარგი ქალაქი ცხოვრების ხარისხით ვენაა.

    გამოკითხვაში თბილისში ნამყოფი უცხოელები მონაწილეობდნენ.

    „მერსერი“ ადამიანური რესურსების და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მუშაობს და ყოველწლიურად მათ ქალაქებში ცხოვრების ხარისხს იკვლევს. „მერსერის“ რეიტინგი გათვლილია საერთაშორისო კომპანიების და ორგანიზაციებისთვის, რადგან სამივლინებო კომპენსაციების გათვლა ამ რეიტინგზე დაყრდნობით ხდება.

    კომპანია კვლევას ინფრასტრუქტურის მიხედვითაც ატარებს. თბილისი ამ სიაშიც ყველაზე ცუდ ქალაქთა შორის მოხვდა. ის საერთო რეიტინგში 201-ე ადგილზეა, ერევანი 189-ზე.

    ეს კვლევა ელექტროენერგიის, ცივი და ცხელი წყლის, ინტერნეტის და ტელეფონის ხელმისაწვდომობის, ფოსტის მუშაობის ხარისხის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აეროპორტების მიხედვით კეთდება.

    საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქად სინგაპური დასახელდა. მეორე და მესამე ადგილი ფრანკფურტმა და მიუნხენმა, მეოთხე ადგილი კი, კოპენჰაგენმა დაიკავა. ლონდონი „მერსერის“ სიაში მეექვსე ადგილზეა.

    „გერმანიისა და დანიის ინფრასტრუქტურა მსოფლიოში საუკეთესოა, პირველი კლასის აეროპორტითა და სხვა ბევრი კარგი კომუნალური სტრუქტურებით“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სლაგინ პარკატილმა.

  • 6 дек 2012 19:40


    შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის
    დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა, რომლებიც გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ქ. თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილისს გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.