ზვიადის ლექსებიდან რომელია თქვენი საყვარელი ლექსი?

Комментарии

  • 22 окт 2012 19:43

    როცა ფიქრები დუმს
    და სულერთია, როცა...
    იცი რა უნდა, გულს...
    და მაინც, გამჩენს ლოცავ...

    როცა დღეები დუმს,
    დროს ელოდები, როცა...
    როცა, ვიღაცა გძულს...
    და მაინც, იმას ლოცავ...

    როცა წარსული დუმს
    და გენატრება, როცა...
    ვერცხლებად ჰყიდი სულს
    და მაინც, იწყებ ლოცვას...

    როცა სიჩუმე დუმს,
    დროს უშენობა ათოვს...
    როცა ფიქრები დუღს...
    და მაინც, ლოცვა გათბობს...

    როცა გულები დუმს
    და ეს გაშინებს, როცა...
    როცა გაფრენა გსურს
    და მაინც, გიწევს მოცდა...

    როცა გიყვარს და დუმს...
    უფალს ავედრებ, როცა...
    სიჩუმე გიღრღნის სულს
    და მაინც, იწყებ ლოცვას...

    როცა სამყარო დუმს...
    თითქოს დამთავრდა, მორჩა...
    ისევ მოვუსმენ გულს...
    ისევ დავიწყებ ლოცვას...

    ვიცი, რომ ჩემთან გსურს
    არადა, თითქოს შორს ხარ...
    ახლა, წუთებიც დუმს...
    და მაინც, ჩემთან მოხვალ  

  • 22 окт 2012 19:44

    LEQSI ROMELIC YVELAZE METAD MIYVARS DA ARASODES MOMCYINDEBA  CAKITXVA.(L)(L)(L)(L)(v)(v)(v)(v)

  • 22 окт 2012 21:55

    განა შეიძლება რომელიმე გამოყო? მაგრამ ამ წამს ,,კაბას გახევდეს ქარი" წამომიტივტივდა... ყველა, ყველა და ყველა...

  • 24 окт 2012 00:23

    შეშლილად ჩამთვალეთ


    არაფრად მჭირდება –

    ეგ თქვენი მცნებები...

    რა ვქნა, თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...

    მე ბოლოს მომიღებს, ლექსი და ვნებები...

    და მერე დაჯექით, ლექსები დათვალეთ...

    მე მახსოვს ის დილა,

    ფეხზე რომ გათენდა...

    და ვნება, უეცრად ზეციდან მოსული...

    ეგ შენი ტუჩები, ჩემსას რომ დანებდა...

    და მერე აპრილი, მაისზე ორსული...

    არაფრად მჭირდება –

    მე შენი მადლობა...

    მე დღემდე დაგეძებ, დავდივარ ღამეში...

    და თუკი აქამდე, წარსული მართობდა...

    მე ახლა ვერთობი მომავლის ნუგეშით...

    და დილა, უსმენდა სასწაულ მუსიკას...

    მე, შენთან ყოფნას და სიყვარულს ვნატრობდი...

    მე მაინც, ბავშვი ვარ –

    გული რომ მოუკლეს...

    რომელიც, სიყვარულს არასდროს არ თმობდა...

    არაფრად მჭირდება –

    ეგ თქვენი ღიმილი...

    რა ვქნა თუ სიცოცხლე უშენოდ ფარსია...

    მე ვიცი, დამღუპავს, დარდი და ტკივილი...

    სევდაა, წლებია ტანზე რომ მაცვია...

    იქ, სადაც –

    სიყვარულს არასდროს ელიან...

    და ღამე საწოლში დილამდე ლოგინობს...

    მე ყველას შეშლილი პოეტი ვგონივარ...

    ჩემთვის რომ ვცხოვრობ და ჩემთვის რომ ვბოგინობ...

    ამიტომ არაფრად მჭირდებით –

    მშვიდობით...

    რა ვქნა თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...

    ისიც კი არ ვიცი, რაც დღემდე ვიცოდი...

    და აღარ ვარსებობ, თუ გინდათ ჩათვალეთ...

    მე წლებმა მირწია –

    ბავშვობის აკვანი...

    და წლები წარსულში ფიქრებად დავმარხე...

    მუხლებზე ვემხობი, შენ რომ გცე თაყვანი....

    და ჩემი შექმნილი სამყარო დავამხო...

    არაფრად მჭირდება –

    ეგ თქვენი მცნებები...

    რა ვქნა, თუ არა ვარ თქვენსავით მართალი...

    მე მომკლავს ლექსი და

    მე მომკლავს ვნებები..

    და მერე თუ გინდათ, შეშლილად ჩამთვალეთ...

  • 2 фев 2013 21:08

    amadamianis yvela leqsi miyvars..........

  • 20 фев 2013 23:44

    სევდა


    ნაწვიმარ ტოტებს

    აწყდება სევდა...

    სადღაც შორს,

    მაღლა,

    აფრენას

    ლამობს...

    არხევდა ფოთლებს,

    ღამე და დღე და

    სადღაც შორს,

    მაღლა ეკიდა

    სევდა...

    სადღაც შორს,

    სევდა...

    კენწეროს მოსწყდა...

    ვერც მზემ უშველა,

    ვერც წვიმის წვეთმა...

    დაეშვა დაბლა...

    მიწაზე მორცხვად...

    და ყველაფერი,

    უეცრად მორჩა..


  • 20 фев 2013 23:46

    მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...

    მახსოვს...

    შემოდგომა ფიქრებს მიფანტავდა...

    ზეცა ჩემთან იყო, ფეხად ჩამოსული...

    და შენს, გაღიმებულ თვალებს მიხატავდა...


    ისევ დაუბერა ქარმა გამეტებით...

    მახსოვს...

    აშრიალდა ვარდი სამარეზე...

    ისე შემიყვარდი, ვეღარ მემეტები...

    ვწევარ სამარეში, ვფიქრობ არაფერზე...


    ზეცა შემოვიცვი ტანზე ნაჩქარევად...

    ისევ შემაცია,

    ცივმა შემოდგომამ...

    ღრუბელს დავუქნიე ხელი აჩქარებით...

    ახლა, შემოდგომის წვიმა მელოდება...


    ხედავ?

    უჩემობამ თავგზა აგირია...

    ცივი ოქტომბერი მიჰქრის მოგონებად...

    შენი სიყვარული ჩემი ნაპირია...

    ხედავ? აღარ ვარ და ისევ მაგონდება...


    მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...

    ახლა,

    მენატრება ჩვენი შეხვედრები...

    ახლა ყველა დილა, არის ჯადოსნული....

    მარტო ნუ დამტოვებ, ისევ გევედრები...


    გული,

    სამარეში ფეთქავს გამეტებით...

    აი, ვემზადები მზესთან საგუნდაოდ...

    მე, ამ სამყაროდან, ვერსად გავეტევი...

    მე, ამ სამყაროში, ვრჩები სამუდამოდ...