ერთ ძველ იგავში ასე წერია:

კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: - ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი?!
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
- განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
- გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით
#новости

Комментарии

Комментариев нет.