გავა დრო

02
Mar
Share
16
გავა დრო და მოვიგონებ, შეშლილ ახალგაზრდობას,
გადარეულ და აბნეულ გულის თქმათა აყოლას,
მეგობრებთან ერთად თოვლში და ქარებში ბალღობას,
მოვიგონებ, როცა უკვე აღარავინ არ მოვა…
როგორ გვძენდა გამომწვევი შემოხედვა ფორიაქს,
და რომ დარდებს მტკვართან ერთად, ვაყოლებდით თოლიას.
განცდებისგან გადაღლილნი ერთურთს ვბერტყდით თოვლიანს,
როგორ ვსვამდით სხვების ჩუმად ღამ-ღამობით კონიაკს.
ყველას ერთად რომ გვინდოდა ცის კარების დალაშქვრა,
ჟინი გვქონდა შეგვძლებოდა იქ ღმერთების დანახვა,
როგორ გვსურდა ყველას ერთად ზღვები გადაგველახა,
ერთ ნაპირზე შევხვედროდით, კვლავ ერთურთი გვენახა.
ვიჯექით და ვბაასობდით ცხოვრებაში თუ რა გველის,
ამდენი სჯა-ბაასებით ჩაგვეხლიჩა ყველას ყელი.
გავიხსენებ როგორ ყველამ ჩავიქნიეთ ერთად ხელი,
რადგან მივხვდით ამაოა ცხოვრებაში ყველაფერი.
გავა დრო და მოვიგონებ შეშლილ ახალგაზრდობას…
მოვიგონებ როცა უკვე აღარავინ არ მოვა…

გავა დრო
 - 437094710276

Комментарии

Комментариев нет.