- მუსიკალური პოეზია 11.10.2010.ზ.ნ. ვარ პოეზიის მედოლე, სულში მუსიკა იცინის, არ ტირის აღარც დუმილი, აღარც გველების სისინი, ამ ლექსს ტკბილ ჰანგებს მივუძღვნი, თბილს, საყვარელს და ვნებიანს, მკერდში რომ გული ბაგუნობს, ბრინჯაოს ბარაბნებია! როგორ ელოდა სილაღეს ეს გული, როგორ ელოდა! როგორ ელოდა ზეცისკენ ამართვას სადღეგრძელოთა! არ ვიცი, როგორ გავუძლებ ციური ცეცხლის გიზგიზებს, გიტარა ტირის ხელებში, ყელში ფლეიტა კისკისებს, ჩვენც ავიჭრებით ღრუბლებში, სადაც უსაზღვრო სივრცეა, სადაც უფალი დაგვიწერს გალობის თეთრ ოდისეას, იქ, სადაც ქორწინდებიან ქართული ხმა და მორალი, სადაც წითლდება დაისი, ვით გოგო ნაამბორალი, სადაც რითმების ორკესტრი და მოგრიალე დოლია, დღეს ვიბადებით მეორედ, სულ გაქრა მელანქოლია! თავე
- კლავიშების გოდოლი 06.09.2013. უკრავს ჩუმ დარბაზებში ოფლდასხმული ვივალდი, გრძელ თითებქვეშ ტკაცუნობს "წელიწადის დროები," ყველა ოქროს მარაო ხევში გადამივარდა, სულში გრილი ნოტების თრთიან საღამოები. ისევ ცაში აიჭრა მოლივლივე ფოთოლი, ტყეთა ოკეანემდე მხოლოდ კლდეა ფრიალო, აისვეტა ღრუბლამდე კლავიშების გოდოლი, რომ დაბმული დუმილი ცაში ავაღრიალო! გულს წვიმების მუსიკა საუკუნოდ დაქონდა, ახლა დროა, აკივლდეს, ვიდრე დილა ანათებს, მოთქრიალე ცრემლები მახრჩობს, ვით ანაკონდა, ახლა ვიწვევ დუელში გველთა სიმუხანათეს! ჭრილობაზე ირბენენ ისევ ქალის ფრჩხილები, თანახმა ვარ, მდუმარეს ეს იარაც მტკიოდეს, დარდი მღრღნის და საკუთარ სიცილს ვებორკილები: ისევ შეცვლის ვიღაცა წითურ ისკარიოტელს.
- არაკაცები 12.10.2013. ჭერიდან წვეთავს, მღვრიე წვიმით ივსება სათლი და ტიტველ ტერფებს სიღატაკის ამტვრევს კომბალი, ოდესმე ღმერთის ბასრი ცული კეტებად დათლის უსამართლობას და შიმშილი ძირგამომპალი ჩაიჩეხება ხევში, სადაც მზე ძლივსღა იქნევს ხელებს და ხრავენ კუნძს ჭიები და გდია ჩონჩხი, მაგრამ ბოროტი ამოვიცნოთ იმ ძვლებში იქნებ, უფსკრულში, სადაც მოსაწყენი იშლება კონცხი. მაგრამ, რა გითხრათ არაკაცნო, ასე არიფებს, იძვრის მიწა და აფთრებივით ქირქილებთ როცა, თქვენთან დგომა და თქვენთან სუნთქვაც კი მაღარიბებს და ჩემს სახეზე უარყოფა სურვილებს ხოცავს. გადმოგარწყიეს ეშმაკებმა შობისას ალბათ, ღორიშვილებო, დაგიდიათ ჭიპზე ღიპები! თქვენს საფლავებში იკანკალებთ სულებით დამპ
- ჩონგურის ხმა 16.08.2014. ვისაც არ ესმის ჩონგურის ხმა, ვეღარც გაიგებს, ჩრდილოეთისკენ თუ შეხარის ბალალაიკებს და თუ შიგ გულში უქრისტეო გვიკბინა ბზიკმა, შუბლზე, ხელებზე და ფეხებზე დაგვაჩნდა სტიგმა, გვსურდა, გაგვევსო ოქრო-ვერცხლით ღამის ქოთანი -- მუდამ გვაკლდება ნაღდი ხალხი, დავრჩით ცოტანი! აღარაფერი აღარ არის წესი და დოგმა, ასე წაგვლეკა დემონების ურიცხვმა ჯოგმა, ალბათ, ამაყი მამა-პაპა საფლავში გოდებს, ჩვენ კი ვცეკვავთ და უცხო ტომი გვიკითხავს ნოტებს, ეშმაკის ცოლის მეანობას რადგან ვაბარებთ, ჩირქის ჩანჩქერის ჩაიხუვლებს სულში კაბარე, სისხლისგან მიწა იწრიტება, ღრიალებს იქ ცა, ის, რაც ყიოდა ჩვენს ძარღვებში, ტალახად იქცა და როცა ყველგან და ყოველთვის, ფული გვაბოდებ
- კერპი და ილუზია 16.03.2013. ზ.ნ. ზღაპარია ცხოვრება, ვტკბები მისი ყურებით, ვანჯღრევ, მანჯღრევს იმედი, ჩემში მისი კერპია, ავიარე ზეცამდე ტრფობის საფეხურები, ჩემში ყველა უჟმური გრძნობა რომ დამერბია! გაავებით მიყეფენ ირგვლივ გონჯი ძაღლები, ილუზია ქალწულებს ხატავს თეთრკერტებიანს, ჩემს ადრინდელ სიმღერებს ახლა ვესაძაგლები და ახალი ჰანგები უკვე მეღმერთებიან! შუბლში გაუგებარი მესობიან ბგერები, ფეხებამდე თავიდან მწუწავს უცხო სუნამო, ცოფიანი ძაღლივით ყელში დავეძგერები სიკვდილს, ცივი თვალები ცრემლით რომ დავუნამო! ახლა წავალ ტაძარში; გოლგოთამდე შორია. (ფანტაზიავ, ტალახში ფორთხავდი და კიოდი) ნაჭუჭივით ემსხვრევა ნორჩი სახე დორიანს, ახლა თვალწინ მენგრევა მთელი ისკარიოტი! ახლა ლექსი ჯარივით ქალაქებში
- ფიქრის ფრეგატი 04.03.2013. ზ.ნ. მოვიხედე, განვლილი წლები ძლიერ მებევრა, (ნეტავ, რად უარვყავი ამ ცხოვრების ალერსი?) ეკლიანი ბილიკი ჩავიფიქრე შედევრად, ჩამჩურჩულებს გარიყულს ლოცვა უმხურვალესი. ვხედავ, დახლზე დაჭრილი ქალაქები აწყვია, ვღრიალებ და შეშლილი მუშტით ვლეწავ ტრიბუნებს, მე თვალებში წარსულმა დამაჭედა რვა ტყვია, მომავალიც დაკარგულს უკვე აღარ მიბრუნებს! დამდევს ლანდი უჯიშო, მახინჯი და დრეკადი, ალბათ, მოკალათება ჩემში უნდათ აჩრდილებს. შუა ზღვაში მიცურავს ახლა ფიქრის ფრეგატი, ვწერ და ისე ვცხელდები, მთვარეც ვეღარ მაგრილებს. სტრიქონები დახტიან უქათქათეს მდელოზე, გრძელი სტალაგმიტიდან მეცემიან წვეთები. გავექეცი ჯოჯოხეთს, ედემს რომ დაველოცე, მაგრამ ვგრძნობ, რომ სულ მალე ეშმაკს შევეფეთებ
- უკუღმართობა 23.09.2010.ზ.ნ. შეშლილო თავო! სიგიჟეა, გერქვას პოეტი, მაგრამ ცხოვრობდე რუტინული შრომით და ჯაფით, მწვერვალებიდან გიყურებდეს ამაოეთი და ხორხის კედლებს გიკაწრავდეს ხრიალი ხაფი. მაგრამ დრო მოვა, გაშავდება ფოთლებიც მწვანე, უარესისთვის მოემზადე! მიწა ჭრელია! შავი ქვესკნელის როლს მოირგებს მშვიდი სავანე და ფაბრიციოს შეიძულებს კონტი კლელია. ლექსი ჩადგება სამსახურში ჩაგრული ხალხის, ბავშვთა ღრიალი მოუკვეთავს მუხლებს ნადირებს, მხეცის სახეზე ითამაშებს ღიმილი ბალღის და სადაც მგელი დაუჩოქებს შვლის ნუკრს ნატირებს. დეკადენტები დაიდგამენ ბაჯაღლოს ჯიღას, ქუჩის გუბიდან ბინძურ სითხეს მონარქიც მოსვამს, "ღმერთის შვილები ერთად ვიყოთ" - წარმოთქვამს ვიღაც და ჯვარზე გაკრულ მაცხოვარის მოვუსმენთ ლოცვას
- ძაძები 19.04.2011.ზ.ნ. გემი ვარ ღუზის გარეშე, ვერც იალქნები მაბამენ, მე ყველა ძარღვი დამისკდა,აღარ მაქვს აღარც სადავე, ტალღებმა ჩემი გათრევა შავ ჰორიზონტზე ინება, ახლა მეწყება სპაზმები, შტორმი და პირღებინება, ძლებში ყინული მემსხვრევა, თვალებში წივის ფობია, ყველგან გავტოპე, სიკვდილში ჯერაც ვერ გამიტოპია, ჩემს ტვინში მუდამ დახტოდა გვემის, თვითშეჭმის მანია, განვბანე ჩემი წყვდიადი, დილა ვერ განმიბანია, ვერ გაექცევი განაჩენს ზვიად, ლექსების ტუსაღო, მუდამ ჯიუტი ხმა გესმის, შხამიანი და უსახო: "შენ თიხის გუნდას არ გავხარ, ადამს, მრუშსა და ნაკაცარს, ხელი გაუშვი ამ ფურცლებს, თორემ შავ ძაძებს ჩაგაცვამს!" მივექანები უფსკრულში და ვლეწავ ვერცხლის მარწუხებს, მკვდარი და ბედნიერი ვარ, აღარც სიცოცხლე
- დუმილის ანარქია 26.02.2013. ზ.ნ. ერთხელ ხევში ჩავვარდი. (იდგა ჯანღი ლანდების) მერე მთლად დალეწილი ამოვედი ხევიდან, მე -- ჯიუტი მოლექსე, გზიდან გადავქანდები და საკუთარ დუმილში ანარქიას შევიტან. ჩემს ცხოვრებას ჩამოვგლეჯ მუქ მეწამულ ვუალებს, შორს გრიგალი წამიღებს, მახინჯი და მელოტი, ვიცი, სუნთქვა ნიავის ჩემში ირიტუალებს, მაგრამ ფრენას გრიგალში დიდი ხანი ველოდი! ზვიად, სულის სიმშვიდეს ნეტავ, რატომ ვერ იტან, რატომ ირჩევ ფრაგმენტებს უგემური ბინდების, შფოთვა რატომ არ მიდის სულის მონასტერიდან, ანდა, ფართხალს ქაოსის რატომ არ უშინდები? ნეტავ, რომელ ბილიკზე მიქრის შენი კარეტა, რად მიყვები მეეტლეს შენს საკუთარ საფლავზე? უმშვიდესი ძეგლივით რად ხარ მხოლოდ გარედან, შენი სული ღრუბლებში რატომ ვერ მო
- გველთა ჭაობი 16.04.2011. მე დავიღალე! არ მინდა ყოფნა, სადაც სიმართლეს დაბლა ათრევენ, სადაც სიცრუეს ამ ცხოვრებაში მწვერვალზე ქონდა ბინა ადრევე, არ მსურს, ვცხოვრობდე, არ მსურს ვსუნთქავდე თევზის მუცელში, როგორც იონა, ვხედავდე, სადაც ჩემს უღიმღამო თვალებს წყვდიადი ეალიონა, შავი სისხლია ახლა სხეულში და ეხეთქება აღრენილ ძარღვებს, ახლა სიცოცხლე ეხვევა სიკვდილს, ახლა სიკვდილი სიცოცხლეს არღვევს, რა საწყენია...ვგრძნობ და დავდივარ, ცეცხლი ვარ მხოლოდ , არც ქვა, არც ხე ვარ, თავს ვეღარ დავხრი მიწაზე ახლა, ახლა მინდება ცაში არწყევა, მე გავიზარდე... ვინ მომიყვება ახლა ძილის წინ ბავშვობის ზღაპრებს? ქაოსში ვხედავ სიმშვიდის მწვერვალს და
- •••
ზღვაური 19.
... - •••
ფიგურები 11.
...